14 ტურის შემდეგ რუსთავის "მეტალურგი" ლიდერ "ზესტაფონს" შვიდი ქულით ჩამორჩება და მხოლოდ მეხუთე ადგილზეა
მე-9 ტურში "მეტალურგმა" თბილისის "დინამოს" სტუმრად 3:2 მოუგო, შემდეგ შინ მარტვილის "მერანს" 2:1 სძლია და ჩემპიონატში ლიდერობის შანსი გაიჩინა. რაც მთავარია, ამ პერიოდში გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა.

მაგრამ მე-11 ტურიდან გუნდს დაღმასვლა დაეწყო. ბოლნისში ფრეს (2:2) შემდეგ ლანჩხუთში ფოთის "კოლხეთთან" მოულოდნელად 1:3 წააგო. მართალია, რუსთაველებმა ზუგდიდში "ბაია" 2:1 დაამარცხეს, მაგრამ მერე იყო საშინაო 1:1 "გაგრასთან", 14 ტურის შემდეგ კი რუსთაველები ლიდერ "ზესტაფონს" შვიდი ქულით ჩამორჩებიან და მხოლოდ მეხუთე ადგილზე არიან.

რა გახდა ამის მიზეზი? ეს კითხვა "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს დავუსვით.

- ეს ჩავარდნა შემთხვევითი არ იყო. "მეტალურგს" ჩემს ხელში მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. ფეხბურთელებს ტესტირება რომ ჩავუტარეთ, ბიჭების კონდიციები არ მოგვეწონა. შემდეგ იყო ორი სანაკრებო პაუზა და ეს დრო მოთამაშეთა ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოვიყენეთ. მაგრამ მომზადებას სერიოზული საფუძველი თუ არ აქვს, მხოლოდ დროის ხანმოკლე მონაკვეთზე გეყოფა.

ასე თუ ისე, პირველი პერიოდი მაინც კარგად გავიარეთ, მაგრამ ხარვეზებმა მერე და მერე იჩინა თავი. ამას ფეხბურთელთა ტრავმებიც დაემატა. მოდებაძე კი დაგვიბრუნდა, მაგრამ საუკეთესო კონდიციებში ვერ არის, ტრავმირებული იყო და ვერ გვეხმარებოდა რეზო გეწაძე. ჭედიას ოჯახური ტრაგედია ჰქონდა და ისიც ვერ თამაშობდა.

ტრავმებმა თამაშიც აგვირია, ფლანგელები არ გვყავდა და ფეხბურთელთა მათთვის უჩვეულო პოზიციაზე დაყენება მოგვიხდა. არადა, მოთამაშე საუკეთესო თვისებებს თავის ამპლუაში ავლენს. მოკლედ, პრობლემებმა ერთად იჩინა თავი და, სამწუხაროდ, ლიდერობის შანსი ხელიდან ამიტომაც გავუშვით.

- გუნდი გადაღლილი ჩანს. ეს ევროთასზე გამოსვლის შედეგია?

- ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. თუმცა ფეხბურთელებს ზედმეტად არ ვტვირთავდით. ახლა შევეცდებით, ზამთრის შესვენებამდე დარჩენილი პერიოდი მინიმალური დანაკარგებით და მაქსიმალური შედეგით გავიაროთ და მეორე ეტაპისთვის სერიოზულად მოვეზადოთ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელთა მომზადების დონე გამოსასწორებელია, გარკვეული პოზიციები კი – მოსაღონიერებელი. აუცილებლად დაგვჭირდება ახალი მოთამაშეების დამატებაც.

- თქვენი სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ცვლილებებს უკვე გეგმავთ. ეს ცვლილებები რადიკალური იქნება?

- დიახ, ასე იქნება. "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მათ ორი სრული შემადგენლობა ჰყავთ, ჩვენ კი, სამწუხაროდ, გრძელი სათადარიგოთა სკამით ვერ დავიკვეხნით.

- გეწაძე ახსენეთ, ახლა როგორ არის?

- რეზო "გაგრასთან" ბოლო წუთებზე ვათამაშეთ, უკვე სრული დატვირთვითაც ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის. ამის მიუხედავად, მისი დიდი იმედი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
ეს ***** ფულისტი!
kudo
სკამზე რო იძახის არ გვყვავსო იმას რატომ არ ეკითხებით ბიჭები რატომ გაუშვა თუ სკამის პრობლემა ქონდა...მარა საქართველოა და რას იზავ ვინმეს კაცი თუ არ ხარ ისე ვინ გატამაშებს...მაინტერესებს მურველაშვილი ტყემალაძე და კიდევ 3 კაცი რატომ გაუშვა დზალიან გთხოვთ ჰკითხეთ რას გიპასუხებთ ბატონი კობა
bondo
რა სკამი გეყოლება ხალხი ვეღარ იხდის ფულს,აღარ ავქთ შენი სამყოფი ფული...ისე შეცვალე ფულის მოთხოვნის ფორმა თუ ისევ ლიტრობით ითხოვ ფულს....
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის