საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ბასკური დერბი "ბიარიცსა" და "ბაიონს" შორის სკანდალით დასრულდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ორი გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ერთი, ბასკური დერბი "ბიარიცსა" და "ბაიონს" შორის სკანდალით დასრულდა.

მეორეში კი მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" სტუმრად დაამარცხა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" - 30:10. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა "მონპელიეს" ახალგაზრდა შერკინების ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, ის 53-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ მოედანი 12 წუთის შემდეგ დატოვა, ჟღენტმა კი თამაშში 70 წუთი დაჰყო, რატიანიძე შეხვდრაში 63-ე წუთზე ჩაერთო და ოთხ წუთში ლელო გაიტანა, კავთიძე და შველიძე განაცხდაში არ იყვნენ.

ამ მოგების შემდეგ "მონპელიემ" მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და ახლა 22 ქულით მე-8 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში ექვსი გუნდი განაგრძობს. "ლიონი" კი 13 ქულით სატურნირო ცხრილის ნაბოლარაა.

რაც შეეხება ბასკურ დაპირიპირებას, რომელშიც გამარჯვება "ბიარიცს" დარჩა 21:19, აქ ფრანგული ელიტური რაგბისთვის თითქმის უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა. თამაშის მსვლელობისას მოედანზე ჩხუბი ატყდა [იხილეთ ვიდეო]. საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბეს, იმანოლ არინორდოკს ორი თუ სამი მოწინააღმდეგე სცემდა. ეს ვერ აიტანა იმანოლის მამამ ლუსიენ არინორდოკმა, რომელიც მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა, ის მოდანზე შეიჭრა და ჩხუბში ჩაერთო.

მიუხედავად იმისა, რომ იმანოლ არინორდოკმა და მამამისმა მოგვიანებით, ცალ-ცალკე მოიხადა ბოდიში, დამნაშავეს სასჯელი მაინც ემუქრება. კანონის თანახმად, შესაძლოა, ლუსიენ არინორდოკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ და 15 ათასი ევრო ჯარიმა გადაახდევინონ. ამასთან, მასვე აეკრძალება სტადიონზე რაგბის თამაშის ყურება ხუთი წლის განმავლობაში.

I დივიზიონი

გამოტოვებული

ლიონი-მონპელიე 10:30, ბიარიცი-ბაიონი 21:19

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 38 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. კასტრი - 33, 4. ტულონი - 30, 5. მეტრო რასინგი - 30, 6. აჟენი - 28, 7. სტად ფრანსე - 26, 8. მონპელიე - 22, 9. ბრივი - 21, 10. ბაიონი - 20, 11. პერპინიანი - 19, 12. ბორდო - 17, 13. ბიარიცი - 14, 14. ლიონი - 13.

XII ტური

ბორდო-ბრივი, ტულუზი-ტულონი, კლერმონი-კასტრი, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი, აჟენი-ბაიონი, ლიონი-პერპინიანი, ბიარიცი-მონპელიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა