საინტერესო ტრეიდი მზადდება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.
საინტერესო ტრეიდი მზადდება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. კერძოდ, "მემფის გრიზლისი" და "გოლდენ სტეიტი" თავიანთი ლიდერების გაცვლას აპირებენ. "მეომრები" მზად არიან მემფისში გაუშვან მონტა ელისი და სანაცვლოდ რუდი გეი შეიკედლონ. გარდა ამისა, "გრიზლისი" გარკვეულ ფულად კომპენსაციასაც მიიღებს.

როგორც ამერიკულ პრესაში წერენ, "მემფისი" სერიოზულად დაფიქრდა ამ წინადადებაზე. საქმე ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გეის მაქსიმალური კონტრაქტი გაუფორმა და ამის გამო არ აქვს სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული სვლების გაკეთების საშუალება. გეის ტრეიდი კი მათ ხელ-ფეხს გაუხსნის. თანაც, ელისი თითქმის სრულფასოვნად შეცვლის რუდის.

არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანებში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგები დატოვოს ძირითადმა ცენტრმა ენდრიუ ბინუმმა. იტყობინებიან, რომ კალიფორნიული გრანდის მფლობელმა ჯერი ბასმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა თავისი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელის გასხვისება, ოღონდ "შესაფერისი წინადადების" შემთხვევაში.

ბასის ამ სიტყვებში ჟურნალისტები ვარაუდობენ ბინუმისა და "ლეიკერსის" კიდევ რამდენიმე კალათბურთელის გაცვლას "ორლანდოს" ლიდერ დუიატ ჰოვარდში. სხვათა შორის ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ დუაიტს სწორედ "ლეიკერსში" სურს თამაში.

ახალ გუნდს ეძებს NBA-ის ჩემპიონის "დალას მავერიქსის" ცენტრი ტაისონ ჩენდერი. ეს კალათბურთელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა და იმედი ჰქონდა, რომ ლოკაუტის დასრულების შემდეგ ტექსასური კლუბი მას ახალ კონტრაქტს შესათავაზებდა, მაგრამ "დალასმა" გადაიფიქრა ტაისონის დატოვება.

"ვფიქრობ, ახალ სეზონში ახალ გუნდში მიხილავთ. ახლა ვსწავლობ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა იქიდან საუკეთესო კლუბი ამოვირჩიო", - ამბობს ჩენდლერი. მან აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია კლუბის გადაწყვეტილების გამო.

ჭორების მიხედვით, ჩენდლერის ხელში ჩასაგდებად პრეტენდენტები არიან - "ნიუ ჯერსი", "გოლდენ სტეიტი", "ჰიუსტონი" და "ტორონტო".

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!