ბიატლონი. მსოფლიოს თასი
ბიატლონში სეზონი ტრადიციულად შვედეთის ქალაქ ოსტერსუნდში გაიხსნა. მამაკაცებმა 20-კილომეტრიან ინდივიდუალურ რბოლაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ჩანს, წელს მსოფლიოს თასზე დიდი მიზნები აქვს ფრანგ მარტენ ფურკადს. მან პირველივე რბოლაში დაამტკიცა, რომ ამ მომენტისთვის ის სხვებზე უკეთ არის მომზადებული ახალი სეზონისთვის. სისწრაფის მიხედვით ფურკადისთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ლარს ბერგერმა შეძლო, თუმცა მანაც წააგო ათი წამი მომავალ გამარჯვებულთან. ფურკადმა სროლისას მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საფრანგეთის ნაკრების ლიდერისთვის მოეპოვებინა ლამაზი და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. დღეს სპრინტის სტარტზე ფურკადი ლიდერის ყვითელი მაისურით გავა.

მოკლედ, რბოლაში ინტრიგა მხოლოდ პოდიუმისთვის ბრძოლას ჰქონდა. მოულოდნელად გაირკვა, რომ ტოპ-სამეულში მოხვედრაზე პრეტენზიას აცხადებდა გერმანელი სიმონ შემპი, რომელიც ბიატლონში ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდა. სხვათა შორის შარშან შემპის კარიერის გაგრძელებაც კი დადგა საფრთხის წინაშე. გერმანელმა თავისი კლასი დაამტკიცა და სასტარტო ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. მან სულ მცირედით წააგო ჩეხ მიხალ შლეზინგრთან და სულ ცოტა მოუგო ავსტრიელ დომინიკ ლანდერტინგერს.

რბოლა ჩააგდო ნორვეგიის ძლიერმა ნაკრებმა. ამ გუნდში საუკეთესო იყო რუნე ბრატსვენი, რომელმაც დიდი ხანია პერსპექტიულ ბიატლონისტად მიიჩნევენ, მაგრამ ნორვეგიის გუნდში მოხვედრა იოლი საქმე არ არის. ძალიან ცუდად გამოვიდნენ ნორვეგიელთა ლიდერები - ბრატსვენის გარდა, არც ერთი მათგანი არ შესულა საუკეთესო ოცეულში. არადა, დისტანციაზე იყვნენ ოლე ეინარ ბიორნდალენი, ემილ ჰეგლე სვენდსენი და მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ტერიე ბოე. ბრატსვენმა კი საკმაოდ მაღალი მეშვიდე ადგილი დაიკავა.

20 კმ. კაცები

1. მარტენ ფურკადი (საფ) 53:29.8 (1); 2. მიხალ შლეზინგრი (ჩეხეთი) - +1:54.3 (1); 3. სიმონ შემპი (გერ) - +1:54.5 (1); 4. დომინიკ ლანდერტინგერი (ავსტრია) - +1:57.4 (2); 5. ევგენი უსტიუგოვი (რუს) - +2:39.4 (2); 6. კრისტოფ ზუმანი (ავსტრია) - +2:39.6 (2)...

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე