ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოიგებს ფინეთი ისრაელში?

მოიგებს ფინეთი ისრაელში?

2005 წელს ფინეთში წაგებამ საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი საგრძნობლად შეამცირა: დარჩენილ ორ ტურში ჩვენს გუნდს მაკედონიისა და ლუქსემბურგისთვის უნდა მოეგო, ხოლო ბოლო ტურში ფინეთს მაკედონიაში მცირე სხვაობით ემარჯვა... სხვა გზით პლეი ოფში ვერ მოვხვდებოდით...

2005 წელს ფინეთში წაგებამ საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი საგრძნობლად შეამცირა: დარჩენილ ორ ტურში ჩვენს გუნდს მაკედონიისა და ლუქსემბურგისთვის უნდა მოეგო, ხოლო ბოლო ტურში ფინეთს მაკედონიაში მცირე სხვაობით ემარჯვა... სხვა გზით პლეი ოფში ვერ მოვხვდებოდით.

2007 წელს ისლანდიაში წაგების გამო საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ორი მარცხი მოუგროვდა და პლეი ოფში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გასვლის ერთადერთი შანსი დარჩა - A ქვეჯგუფში რუმინეთს შვიცარიაში უნდა მოეგო...

2010 წელსაც იგივე სიტუციაა - შესარჩევის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი სხვებზეა დამოკიდებული: ისრაელმა ორივე დარჩენილი მატჩი უნდა წააგოს (ერთი - თელ ავივში ფინეთთან, მეორე - ჩერნოგორიაში), ხოლო ქართველებმა დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა მოიგონ, თანაც ისე, რომ საერთო შეფარდებით იტალიის ნაკრებზე უკეთესი ბურთების სხვაობა მოუგროვდეთ.

2005 წელს გორდონ ჰერბერტის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაკედონია 13 ქულის სხვაობით დაჯაბნა, მაგრამ ბოლო ტურში მაკედონელის შთამომავლებმა ფინეთს აჯობეს და A დივიზიონშიც ისინი მოხვდნენ.

2007 წელს რუმინეთმა შვეიცარიაში ვერ მოიგო, ორივეს თითო წაგება მოუგროვდა და ერთურთი პლეი ოფში შეაცილეს. საქართველო ისევ ჯგუფში ჩარჩა.

2010 წელს გვქონდეს იმედი, რომ ფინელები ისრაელში იმარჯვებენ? გადახედეთ 23 აგვისტოს გამართული ერთი შეხვედრის ანგარიშს: ისრაელმა ლატვიაში მასპინძლებს კუდით ქვა ასროლინა - 92:56. ებრაელებმა წლეულს იტალიაშიც იმარჯვეს, შეკრული გუნდი ჰყავთ და, თუ სასწაული არ მოხდა, ფინეთთან შინ არ დამარცხდებიან. იმედის ნაპერწკალი მაინც დავიტოვოთ - ეს მატჩი 26 აგვისტოს გაიმართება.

2005 და 2007 წლებთან დღევანდელი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები შევადარეთ, თორემ მაშინდელ და ამჟამინდელ გუნდებს შორის რა შედარებაა. თუ მანამდე ისლანდიის, ავსტრიისა და ფინეთის ქვეჯგუფიდან გასვლას ვწვალობდით, წლეულს ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს ვჯობნით (პოლონეთსა და ბულგარეთს) და გვინდა, ევრობასკეტი 2011-ზე მათ შევასწროთ. თუ ქართველებმა დარჩენილი ორი შეხვედრა მოიგეს, ბულგარეთსა და პოლონეთს უკან მოიტოვებენ... ბელგიას კი იდეალური კალენდარი ერგო, საქართველოს ნაკრებთან მატჩებს დასვენებული შეხვდა და ფაქტობრივად, ჩვენი ორჯერ ძლევით გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. პორტუგალიასთან მოგების მერე ბელგიელებს პირველობის მოპოვების კარგი შანსი აქვთ. ისინი პირველ ადგილს იმ შემთხვევაში დაკარგავენ, თუ ბულგარეთი და პოლონეთი დარჩენილ ორ-ორ შეხვედრას მოიგებენ.

საქართველო მეორე ადგილისთვის იბრძვის, რისთვისაც დარჩენილი 2 შეხვედრა აქვს მოსაგები, ხოლო ბელგიამ ორივე თამაში არ უნდა წააგოს. თუ ბელგიელები ორივეში დამარცხდებიან, სამ გუნდს – საქართველოს, ბელგიას და პოლონეთს თანაბარი ქულები მოუგროვდებათ. ამ სამი ნაკრების ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტი მოგება (3) პოლონეთს ექნება, მეორეზე ბელგია დაჯდება (2 მოგება), ხოლო საქართველო მესამე ადგილზე გავა (1 მოგება).

ასე და ამგვარად, A ჯგუფში ფავორიტი ჩერნოგორიაა, ხოლო ევროპაზე გამსვლელი მეორე ადგილის მთავარი პრეტენდენტი - ისრაელი.

B ჯგუფში 23 აგვისტოს მაკედონიამ დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და ალბიონელებთან ერთად ევრობასკეტი 2011-ზე თამაში გაინაღდა.

ჩ ჯგუფში პირველობის მთავარი პრეტენდენტი ბელგიაა და ნაკლებად სავარაუდოა, მეორეადგილოსანი ჯგუფიდან გავიდეს.

იმ ხუთი ბედნიერის გარდა, რომლებიც პირდაპირ მოიპოვებენ ლიტვის ევროპის ჩემპიონატის საგზურს, შესარჩევის მონაწილე ექვს გუნდს მომავალ ზაფხულს მიეცემა 1 ლიცენზიის მოპოვების საშუალება, ხოლო A დივიზიონის ოთხი უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდი გაისად არაფრისმომცემ ოთხთა ტურნირს ითამაშებს (რადგან B და A ლიგები გაერთიანდა და ქვედა ეშელონში აღარავინ დაქვეითდება). სხვათა შორის, ოთხ აუტსაიდერს შორის საქართვლოს ნაკრების მოხვედრის ალბათობაცაა, მაგრამ იმდენად მცირე, რამდენადაც ჯგუფიდან გასვლის შანსი.

A ჯგუფი

იტალია-ისრაელი 71:79

ჩერნოგორია-ლატვია 96:66

ფინეთი-ჩერნოგორია 60:74

ლატვია-იტალია 69:68

ისრაელი-ლატვია 110:88

იტალია-ფინეთი 82:73

ჩერნოგორია-იტალია 71:62

ფინეთი-ისრაელი 84:83

ლატვია-ფინეთი 87:67

ისრაელი-ჩერნოგორია 77:73

ისრაელი-იტალია 76:81

ლატვია-ჩერნოგორია 84:90

იტალია-ლატვია 109:93

ჩერნოგორია-ფინეთი 91:71

ფინეთი-იტალია 83:85

ლატვია-ისრაელი 56:92

თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 6 5 1 495/420 11

2. იტალია 7 4 3 558/544 11

3. ისრაელი 6 4 2 517/453 10

4. ლატვია 7 2 5 543/632 9

5. ფინეთი 6 1 5 438/502 7

26 აგვისტო

ისრაელი-ფინეთი

იტალია-ჩერნოგორია

29 აგვისტო

ფინეთი-ლატვია

ჩერნოგორია-ისრაელი

B ჯგუფი

უნგრეთი-ბრიტანეთი 82:91

უკრაინა-მაკედონია 58:71

ბოსნია-უკრაინა 86:76

მაკედონია-უნგრეთი 78:44

ბრიტანეთი-მაკედონია 104:96 (ოტ.)

უნგრეთი-ბოსნია 74:70

უკრაინა-უნგრეთი 80:71

ბოსნია-ბრიტანეთი 80:84

ბრიტანეთი-უკრაინა 90:76

მაკედონია-ბოსნია 70:56

ბრიტანეთი-უნგრეთი 66:64

მაკედონია-უკრაინა 71:55

უკრაინა-ბოსნია 87:69

უნგრეთი-მაკედონია 85:82

ბოსნია-უნგრეთი 73:64

მაკედონია-ბრიტანეთი 75:56

თ მ წ სხ ქ

1. მაკედონია 7 5 2 543/458 12

2. ბრიტანეთი 6 5 1 491/473 11

3. უნგრეთი 7 2 5 484/ 9

4. ბოსნია 6 2 4 434/455 8

5. უკრაინა 6 2 4 432/458 8

26 აგვისტო

უნგრეთი-უკრაინა

ბრიტანეთი-ბოსნია

29 აგვისტო

უკრაინა-ბრიტანეთი

ბოსნია-მაკედონია

ჩ ჯგუფი

საქართველო-პოლონეთი 84:65

პორტუგალია-ბულგარეთი 59:67

პოლონეთი-პორტუგალია 86:64

ბელგია-საქართველო 74:64

პორტუგალია-ბელგია 69:78

ბულგარეთი-პოლონეთი 74:70

საქართველო-პორტუგალია 73:57

ბელგია-ბულგარეთი 74:69

ბულგარეთი-საქართველო 79:83

პოლონეთი-ბელგია 93:73

ბულგარეთი-პორტუგალია 103:64

პოლონეთი-საქართველო 67:58

საქართველო-ბელგია 63:86

პორტუგალია-პოლონეთი 85:84 ოტ.

პოლონეთი-ბულგარეთი 75:71

ბელგია-პორტუგალია 68:63

თ მ წ სხ ქ

1. ბელგია 6 5 1 453/421 11

2 პოლონეთი 7 4 3 540/509 11

3. საქართველო 6 3 3 425/428 9

4. ბულგარეთი 6 3 3 463/425 9

5. პორტუგალია 7 1 6 461/559 8

26 აგვისტო

ბულგარეთი-ბელგია

პორტუგალია-საქართველო

29 აგვისტო

საქართველო-ბულგარეთი

ბელგია-პოლონეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია