ხვალ ცენტრ "არენაში" ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც კვირას დამთავრდება
ხვალ სპორტულ ცენტრ "არენაში" (ყოფილი სკა) ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც კვირას დამთავრდება.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ქვეყნის პირველობას რამდენიმე წამყვანი ფალავანი დააკლდება - ამირან პაპინაშვილი (60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) იაპონიაში არიან შეკრებაზე; იქვეა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც (90) და ამიტომ ძიუდოში მისი დაბრუნებაც სამომავლოდ გადაიდო, ვალერი ლიპარტელიანი (90) და ლაშა გუჯეჯაინი (+100) ტრავმების გამო გამოტოვებენ ამ მნიშვნელოვან ტურნირს, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) და წონაში მისი მთავარი კონკურენტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი (100) კი - უცხოური ტურნირების გამო.

შეგახსენებთ, რომ ცირეკიძე 9-11 დეკემბერს ტოკიოშია მიწვეული ძიუდოს ფუძემდებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე", საიდანაც ჩინეთში გადავა და 16-18 დეკემბერს ქალაქ ქინგდაოში "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს. ჩინეთში ჟორჟოლიანიც გამოვა.

სალიცენზიო რეიტინგში ყველაზე დიდი კონკურენცია ამ წონაში გვაქვს - ჟორჟოლიანი XI ადგილზეა, ცირეკიძე - XIX. ცხადია, ორივეს სურს პოზიციების გამყარება, თუმცა ცირეკიძეს უახლოესი გეგმებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი დამატებითი საზრუნავი გააჩნია - როგორმე 16 საუკეთესოში შევიდეს და იანვარში მასტერსზე გამოსვლა გაინაღდოს. გარდა იმისა, რომ ამით ჟორჟოლიანთან დისტანციას დაამოკლებს, მნიშვნელოვნად განისაზღვრება მისი საგაისო კალენდარიც - მასტერსზე გამოვა, მაშინ იანვრის ბოლოს თბილისის მსოფლიოს თასზე არ იჭიდავებს და პარიზის "დიდი მუზარადისა" და დიუსელდორფის "დიდი პრიზისთვის" მოემზადება. მოვლენათა ასეთი განვითარება იმასაც გულისხმობს, რომ მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია ბოლომდე გაგრძელდება, ამ კონტექსტში კი გონივრულია ორივე კონკურენტის ასპარეზობა ჩინეთის "დიდ პრიზზე".

ტრავმირებულებს რაც შეეხებათ, ლიპერატელიანი ბუნდესლიგაში დაშავებულა, სადაც წინა კვირას "ეტლინგენის" შემადგენლობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალში ერთი შეხვედრა 100 კილოგრამში ჩაატარა და გერმანიის ნაკრების წევრ დმიტრი გუსინსაც მოუგო, მაგრამ მერე მენისკი დაიზიანა და მეორე ორთაბრძოლა რობერტ დუმკესთან დათმო. ის ორი კვირა ვერ ივარჯიშებს, გუჯეჯიანი კი იაპონიაში დაშავდა, სადაც შეკრებაზე გაჰყვა ზემოხსენებულ სამეულს. მანაც ფეხი იტკინა და ჯერჯერობით გუნდს გამოაკლდა.

დასახელებულთა გარდა, საეჭვოა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბეთქილ შუკვანის (60) ჭიდაობაც - წელის ტკივილის გამო მას ლამის სამი თვე არ უვარჯიშია და მხოლოდ ერთი კვირის წინ განაახლა წვრთნა. ამდენად, ფორმაში არაა, სხვებმა კი უნდა იჭიდაონ. ყოველ შემთხვევაში, ფედერაციისთვის შეჯიბრებიდან გათავისუფლების თხოვნით არავის მიუმართავს.

იაპონური შეკრების გამო ჩემპიონატს არც ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი დაესწრება, რაც არა მარტო ცუდი, უცნაური ფაქტიცაა. სამწუხაროდ, ეროვნული პირველობის იგნორირება უცხოელ მწვრთნელთა მიერ ქართულ სპორტში არაა ახალი და აჯობებს, ფედერაციებმა მათ მოწვევისას კონტრაქტში სათანადო მუხლი ჩაუდონ.

ჭიდაობები ხვალაც და ზეგაც დილით 11 საათიდან განახლდება, ფინალები კი შესვენების გარეშე დაიწყება. მოგეხსენებათ, კვირის დასწყისშივე იმავე დარბაზმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ქვეყნის პირველობასაც უმასპინძლა, თუმცა ვინაიდან ახალგარემონტებული დარბაზის ტექნიკური გადაიარაღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ტექნიკური პრობლემების გამო ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი ვერ მოხერხდა. ალბათ, ახლაც იმავე მიზეზით ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, ქომაგს არც ახლა ექნება ამის საშუალება, რისი მიზეზიც ალბათ იგივეა, რაც წინა შემთხვევაში.

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე