ვეტერან ესპანელს ყატარში ეპატიჟებიან
„შალკეს“ ხელმძღვანელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, სად გაივლის გუნდი ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას – ეს 4-დან 12 იანვრამდე ყატარში მოხდება, რაულისთვის კი, შესაძლოა, ეს მოგზაურობა ჩვეულებრივ შეკრებაზე მეტი გამოდგეს. საქმე იმაშია, რომ 34 წლის ესპანელ თავდამსხმელს ყატარში ფეხბურთის სათამაშოდ ეპატიჟებიან და ცხადია, ასტრონომიულ ხელფასსაც ჰპირდებიან.

გონსალეს ბლანკოს „შალკესთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს, რომ მას ევროპიდან არაერთი შეთავაზება აქვს, მაგრამ საუკეთესო წინადადება ყატარიდან მიიღო. შეიხები მზად არიან, რაულს ძალიან მაღალი ხელფასი შესთავაზონ. გელზენკირხენში მისი ხელფასი დღესდღეობით წელიწადში 7 მილიონი ევროა და ამ თანხიდან 2 მილიონს დღემდე მადრიდის „რეალი“ უხდის.

საინტერესო ისაა, რომ მადრიდულ გრანდს ეს ვალდებულება მხოლოდ ზაფხულამდე აკისრია, „შალკე“ კი რაულისთვის წელიწადში 7 მილიონის გადახდას ყოყმანობს, რის გამოც ესპანელს ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია.

გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი რაულთან მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში გეგმავს. თავად რაული აქამდე ყოველთვის ამბობდა, ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ კლუბის შეფებთან ჩემი მომავლის შესახებ ვისაუბროო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს