ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
თანამედროვე ჰოკეის კლასიკური დაპირისპირება შედგა ვაშინგტონში - ადგილობრივი გუნდის კაპიტანი ალექს ოვეჩკინი "პიტსბურგის" კაპიტან სიდნი კრობის წინააღმდეგ.

ეს დაპირისპირება ფრედ დასრულდა - ვერც ერთმა ჰოკეისტმა ქულა ვერ აიღო, რაც შეეხებათ მათ გუნდებს, "პიტსბურგმა" დარტყმების რაოდენობითაც აჯობა პრინციპულ მეტოქეს და საბოლოო ანგარიშის მიხედვითაც.

"პინგვინებმა" მხოლოდ 17-ჯერ დაარტყმევინეს კარში მეტოქეს, თავად კი 35 დარტყმა შეასრულეს და ბრწყინვალედ მოთამაშე "ვაშინგტონის" ჩეხ მეკარეს ტომაშ ვოკოუნს ორი გოლი გაუტანეს.

აღსანიშნავია, რომ “პიტსბურგმა” ბოლო 13 შეხვედრაში პირველად მოუგო “ვაშინგტონს” რეგულარულ ჩემპიონატში. “პინგვინების” მხრიდან გოლები გაიტანეს ადამსმა და კუნიტცმა, თუმცა სტუმრების რიგებში, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ 20 წლის მცველის სიმონ დეპრეს დებიუტი, რომელიც 2009 წლის დრაფტის პირველ რაუნდშია არჩეული და კლუბის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ჰოკეისტად მიიჩნევა. დეპრემ მოედანზე ათი წუთი დაჰყო და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

“ვაშინგტონმა” ბოლო ათ მატჩში მეშვიდედ წააგო და პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება, “პიტსბურგმა” კი დაიბრუნა ლიდერობა ლიგაში.

“პინგვინზს” კვალში უდგას “რეინჯერსი”, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო – “ფილადელფიას”, “ვაშინგტონისა” და “პიტსბურგის” ძლევის შემდეგ “კაროლინას” გაუსწორდა – 5:3. ჯერჯერობით “ჰარიკეინზი” ვერ იგებს ახალი მწვრთნელით, “რეინჯერსმა” კი მეოთხე ადგილს მიაღწია, “პიტსბურგს” სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა ოთხი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ყველაზე გიჟური შეხვედრა ვანკუვერში გაიმართა, სადაც “კენაქსი” საკუთარ მოედანზე იღებდა “ნეშვილს”. ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდში საქმე არც ისე კარგად მისდის, მაგრამ ამ მატჩში მოინდომა და შარშანდელ პლეი ოფში წაგებისთვის სამაგიერო გადაუხადა კანადურ კლუბს – 6:5! სასტარტო პერიოდის შემდეგ სტუმრები 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე 20-წუთეულში “ვანკუვერმა” ზედიზედ ოთხი შაიბა გაიტანა და 5:3 გახადა ანგარიში. თითქოს “ნეშვილი” უშანსოდ დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ შესვენებამდე გაათანაბრა ანგარიში – 5:5! ბოლო პერიოდი შედეგიანი არ ყოფილა, სამაგიეროდ, მან გამარჯვება მოუტანა “ნეშვილს”. საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე მაიკ ფიშერმა დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს ორი ქულა მოუტანა. საინტერესოა, რომ ექვსი გოლი “პრედატორზმა” სულ რაღაც 20 დარტყმაში გაიტანა.

კაროლინა-რეინჯერსი 3:5

2:1, 1:3, 0:1

გოლები: 1:0 ტლუსტი-5 (ბ. სატერი-5), 1:1 კელეჰანი-10 (ბ. რიჩარდსი-11, დელ ზოტო-7), 2:1 სკინერი-11 (პიტკანენი-7, ე. სტაალი-8), 2:2 მაკდონაჰი-4 (დუბინსკი-10, ჟირარდი-9), 2:3 გაბორიკი-12 (ანისიმოვი-11, ვოივიტკა-4), 2:4 ეივერი-3 (გაბორიკი-9, სტეპანი-9), 3:4 ჟოსლენი-1 (ე. სტაალი-9, ტ. რუუტუ-7), 3:5 ზაუერი-1 (ბ. ბოილი-5, ჰაგელინი-3).

ვაშინგტონი-პიტსბურგი 1:2

0:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 ადამსი-2 (ეშემი-6, პარკი-5), 1:1 ჩიმერა-10 (ჯ. უორდი-5, ლეიჩი-10), 1:2 კუნიტცი-9 (ტაილერ კენედი-7, დეპრე-1).

ვინიპეგი-ფინიქსი 1:0

1:0, 0:0, 0:0

გოლი: 1:0 ლიტლი-7 (ე. კეინი-7, ველერი-12).

დალასი-ოტავა 3:2

1:1, 0:0, 2:1

გოლები: 0:1 კონდრა-3 (კოუენი-1), 1:1 ოტი-5 (პეტერსენი-1, რობიდასი-6), 1:2 მ. მიხალეკი-15 (ალფრედსონი-6, ფოლინო-8), 2:2 დვორაკი-3 (რიბეირო-14, ვინკური-1), 3:2 ნისტრიომი-9 (ფიდლერი-7, დვორაკი-9).

კალგარი-კოლამბუსი 3:4 (ბ)

1:1, 1:0, 1:2, 0:0

გოლები: 0:1 ვერმეტი-3 (ნიკიტინი-6, პალსონი-4), 1:1 სტემპნიაკი-6 (ბოუმისტერი-7, კომო-1), 2:1 რ. ბურკი-7 (ტანგეი-13, კ. ბატლერი-6), 3:1 კომო-1, 3:2 ნიკიტინი-1 (პროსპალი-14, მაკენზი-2), 3:3 ნეში-8 (ნიკიტინი-7, ვიშნიევსკი-10).

ბულიტები გაიტანეს: ნეში (კოლამბუსი).

ვანკუვერი-ნეშვილი 5:6

1:3, 4:2, 0:1

გოლები: 0:1 ლეგუანდი-6 (კ. უილსონი-8, კ. სმიტი-11), 0:2 ფიშერი-4 (ერატი-7, შ. უებერი-13), 1:2 ჰოჯსონი-5 (ჰიგინსი-7, ბიეკსა-9), 1:3 შ. უებერი-5 (კ. უილსონი-9, კ. სმიტი-12), 2:3 დ. სედინი-8 (ჰ. სედინი-17, ედლერი-15), 3:3 ვოლპატი-1 (ლაპიერი-4, ალბერტსი-1), 4:3 ბაროუზი-9 (ჰ. სედინი-18, დ. სედინი-21), 5:3 ჰანსენი-6 (ჰამჰუისი-12, ბიეკსა-10), 5:4 ტუტუ-3 (ჰალიშჩუკი-3, სპალინგი-5), 5:5 კ. უილსონი-6 (ლეგუანდი-11, კ. სმიტი-13), 5:6 ფიშერი-5 (ერატი-8, რ. სატერი-12).

სან ხოსე-მონრეალი 4:3 (ბ)

1:1, 1:1, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 კამალერი-6 (სუბანი-10, დეშარნე-11), 1:1 მაკგინი-3 (ჰანძუში-4, დემერსი-3), 1:2 დეშარნე-4 (ე. კოული-8), 2:2 კუტური-8 (ქლოუ-11, ვლასიჩი-10), 2:3 ე. კოული-8 (დეშარნე-12, კამალერი-7), 3:3 ქლოუ-5 (კუტური-9, ჰავლატი-9).

ბულიტები გაიტანეს: ჰავლატი (სან ხოსე), ჯონტა (მონრეალი), ჰანძუში (სან ხოსე), დეშარნე (მონრეალი), პაველსკი (სან ხოსე).

ლოს ანჯელესი-ფლორიდა 2:1

1:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 ჯ. ჯონსონი-5 (მეტ გრინი-4, კოპიტარი-15), 2:0 დ. ბრაუნი-5 (ვოინოვი-3, კუიკი-2), 2:1 ბერგენჰაიმი-3 (გუდბრანსონი-1, კოპეცკი-9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა