<p>ჭაბუკმა ძიუდოისტებმა სეზონის ოფიციალური ნაწილი მოილიეს და ახლა საგაისო სტარტებისთვის მოსამზადებლად თუ საშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებად საერთაშორისო ტურნირებშიღა თუ გამოვლენ...</p><p><br> ჭაბუკმა ძიუდოისტებმა სეზონის ოფიციალური ნაწილი მოილიეს და ახლა საგაისო სტარტებისთვის მოსამზადებლად თუ საშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებად საერთაშორისო ტურნირებშიღა თუ გამოვლენ. ამ დღეებში სწორედ ასე მოიქცნენ ახმეტელი ჭაბუკები, რომლებმაც ლატვიურ ლიეპაიაში იჭიდავეს. ეს ტურნირი ამ ქალაქში კი ჩატარდა, მაგრამ ქვეყნის დედაქალაქ რიგის სახელს ატარებდა და საერთაშორისო კალენდარში შეტანილია როგორც რიგის ღია პირველობა. ახმეტელებმაც იმ კალენდრიდან გაიგეს მის შესახებ და მწვრთნელების - ზეზვა შათირიშვილისა და გიორგი ნადირაძის თავკაცობით ექვსკაციანი გუნდით ესტუმრნენ ლიეპაიას. ამ საქმეში ლომის წილი ახმეტის გამგეობისაა, რომელმაც მთლიანად დააფინანსა მათი ლატვიაში გამგზავრება, თორემ საქართველოში ფული ჭაბუკთა ნაკრებსაც ძლივს გამოუძებნეს, არათუ ასეთ შეჯიბრებაზე გაეშვათ ვინმე. კეთილისმყოფელთ იმედები არც მოზარდებმა გაუცრუეს და სამშობლოში უკლებლივ ყველა მედლით დაბრუნდა. აქედან ხუთი ოქროა და ერთიც - ვერცხლი, თუმცა ისიც ქართულ ფინალში მოპოვებული. ტურნირში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისა და რუსეთის 400-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მცირერიცხოვანმა საქართველოს გუნდმა მათ ტოლი არაფერში დაუდო. პირიქით - აჯობა კიდეც. ჩემპიონები ივანე ჭიკაიძე (35), ლევან დარძული (55), ზვიად მრელაშვილი (60), ივანე ჩურჩხელაშვილი (66) და დავით მურთაზაშვილი (+66) გახდნენ. ქართული ფინალიც მძიმე წონაში გაიმართა, სადაც მურთაზაშვილმა მიხეილ ახალაური დაამარცხა.</p><p>ახმეტელი ბიჭების უმეტესობისთვის ეს პირველი სერიოზული ტურნირია. წარმატებები ვუსურვოთ ნორჩ ფალავნებს მომავალ შეჯიბრებებში.</p>
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა