მექსიკელი ბიზნესმენი სლიმ დომიტი ოპტიმისტურად უყურებს ფორმულა 1-ში მექსიკური ეტაპის ჩატარების პერსპექტივებს
მექსიკელი ბიზნესმენი სლიმ დომიტი ოპტიმისტურად უყურებს ფორმულა 1-ში მექსიკური ეტაპის ჩატარების პერსპექტივებს. მისი თქმით, ქვეყანაში ავტოსპორტისადმი ინტერესი იზრდება, მექსიკელი პილოტები კი მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

"მომწონს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში მექსიკის დაბრუნების იდეა, - ამბობს მილიარდერი. - არც კი ღირს იმაზე ფიქრი, საჭიროა თუ არა ამ პროექტის განხილვა - ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. მექსიკაში დიდია ავტოსპორტისადმი ინტერესი, პირველ რიგში, ეს ფორმულა 1-ს ეხება. სერხიო პერესი საკმაოდ წარმატებით გამოდის "ზაუბერში", ესტებან გუტიერესი - ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ "სამეფო რბოლებში".

სლიმ დომიტს მიაჩნია, რომ მექსიკის გრანპრი კარგად ჩაჯდება კალენდარში, სადაც კანადისა და აშშ-ის გრანპრის გვერდით დაიკავებს ადგილს, მათთან ერთად ამერიკულ ტრიოს შექმნის და ეს ერთგვარი ხიდი იქნება ბრაზილიური ეტაპისთვის.

ფორმულა 1-ის ისტორიას მექსიკის 15 გრანპრი ახსოვს, რომელიც 1963-92 წლებში პაუზებით ტარდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად