ევროპის ჩემპიონატი ვარშავის "ეროვნულ" სტადიონზე 8 ივნისს, პოლონეთ-საბერძნეთის მატჩით გაიხსნება

გუშინ კიევში ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. კოეფიციენტების მიხედვით ნაკრებები 4 კალათში იყვნენ განაწილებულნი.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ტურნირის მასპინძელი ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა, შესაბამისად A და D ჯგუფს ჩაუდგებოდნენ სათავეში.

უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის შესავალი სიტყვის შემდეგ (მან თქვა, რომ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა), უკრაინული ხალხური ცეკვებისა და ქვეყნის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, წილისყრაც დაიწყო.

ჯერ ყველაზე ძლიერი კალათის დარჩენილი გუნდები გადანაწილდნენ (B ჯგუფში ჰოლანდია მოხვდა, C-ში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი). მერე ყველაზე სუსტი კალათის გუნდები გადანაწილდნენ ჯგუფებში, მათ მე-3 და ბოლოს მე-2 კალათის გუნდები მიყვნენ. ცერემონიალში მონაწილეობდნენ მარკო ვან ბასტენი, ზინედინ ზიდანი და სხვები.

ევროპის ჩემპიონატი ვარშავის "ეროვნულ" სტადიონზე 8 ივნისს პოლონეთ-საბერძნეთის მატჩით გაიხსნება. აი, ვინ ითამაშებს 1 ივლისს ფინალში, კიევის "ოლიმპიურ" სტადიონზე, ბუნებრივია, ვერ გეტყვით.

A ჯგუფი

(ვარშავა, ვროცლავი)

პოლონეთი

საბერძნეთი

რუსეთი

ჩეხეთი

8.06: პოლონეთი-საბერძნეთი, რუსეთი-ჩეხეთი; 12.06: საბერძნეთი-ჩეხეთი, პოლონეთი-რუსეთი; 16.06: ჩეხეთი-პოლონეთი, საბერძნეთი-რუსეთი

B ჯგუფი

(ლვოვი, ხარკოვი)

ჰოლანდია

დანია

გერმანია

პორტუგალია

9.06: ჰოლანდია-დანია, გერმანია-პორტუგალია; 13.06: დანია-პორტუგალია, ჰოლანდია-გერმანია; 17.06: პორტუგალია-ჰოლანდია, დანია-გერმანია.

C ჯგუფი

(გდანსკი, პოზნანი)

ესპანეთი

იტალია

ირლანდია

ხორვატია

10.06: ესპანეთი-იტალია, ირლანდია-ხორვატია; 14 ივნისი: იტალია-ხორვატია, ესპანეთი-ირლანდია; 18.06: ხორვატია-ესპანეთი, იტალია-ირლანდია

D ჯგუფი

(კიევი, დონეცკი)

უკრაინა

შვედეთი

საფრანგეთი

ინგლისი

11.06: საფრანგეთი-ინგლისი, უკრაინა-შვედეთი; 15.06: შვედეთი-ინგლისი, უკრაინა-საფრანგეთი; 19.06: ინგლისი-უკრაინა, შვედეთი-საფრანგეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად