ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში დვალიშვილმა და ფოფხაძემ ითამაშეს, კვირკველია სათადარიგო იყო
იმ სამი ქართველიდან, რომელთა კლუბები ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობენ, მეხუთე ტურში ორმა ითამაშა. სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დასჯერდა საბა კვერკველია, რომლის "რუბინმაც" შინ ირლანდიური "შემროკ როვერსი" 4:1 გაანადგურა.

"რუბინს" ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში საბერძნეთში პაოკ-თან ფრეც ჰყოფნის. ახალგაზრდა ქართველ მცველს იმ შეხვედრაში მონაწილეობის კარგი შანსი აქვს, რადგან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო მისი უშუალო კონკურენტი, ესპანელი სესარ ნავასი გამოტოვებს.

ჰაიფას "მაქაბი" კვიპროსზე აეკ-თან 1:2 დამარცხდა და, მართალია, ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ ბოლო ტურში შინ გერმანული "შალკეს" დამარცხება სჭირდება, რომელსაც, თავის მხრივ, მეთექვსმეტედფინალის საგზური უკვე დაბევებული აქვს. ლადო დვალიშვილმა აეკ-თან შეუცვლელად ითამაშა.

გრაცის "შტურმის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი ფოფხაძე, რომელმაც მოსკოვში, "ლოკომოტივთან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ავსტრიელები ტურნირს უკვე გამოეთიშნენ, მათთვის ბოლო ტური ფორმალობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა