მერვე ტურმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში ლიდერი უცვლელია
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მერვე ტურმა ლიდერი ვერ შეცვალა. მოქმედმა ჩემპიონმა "არმიამ" ეს ტურიც გამარჯვებით ჩაათამაშა და ცხრილის თავში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მის უახლოეს მდევრებს "სოხუმსა" და "ქუთაისს" ერთი თამაშით მეტი აქვთ გამართული.

ჩემპიონმა 32-ქულიანი სხვაობით დაამარცხა ოთხგზის ჩემპიონი, აწ კი აუტსაიდერობამდე დასუსტებული "რუსთავი", რომელსაც შვიდი თამაშიდან ერთიც არ მოუგია.

მერვე ტურმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, "არმიის" სამივე მდევარმა მოიგო. მათგან ყველაზე მეტად "ქუთაისს" გაუჭირდა, რომელსაც სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა ქუთაისში დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წამამდე თანაბრად ებრძოლა.

"სოხუმმა" მეორე ტაიმში გატეხა შინაგან საქმეთა სანიმისტროს გუნდი, რომლის რიგებშიც სამი ლეგიონერი გამოირჩა, სოხუმელები კი ძირითადად ქართველ კალათბურთელებს ეყრდნობოდნენ.

ასევე დამაჯერებლად იმარჯვა დებიუტანტმა "ოლიმპმაც", რომელსაც შვიდ ტურში მხოლოდ ერთი წაგება აქვს. "ოლიმპის" მეტოქე მოგების გარეშე მყოფი "ბათუმი" იყო, რომელსაც წაუგებელი სერია შვიდ ტურამდე გაუგრძელდა.

თსუ-სა და სტუ-ს შორის სტუდენტური დერბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა თორნიკე ნინიაშვილის სოლიდური თამაშის წყალობით, რომელმაც 29 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, ტექნიკური უნივერსიტეტს მოუგო.

სუპერლიგა. პირველი წრე. მე-8 ტური. 2-3 დეკემბერი

ქუთაისი 86:84 თსსუ

ქუთაისი: მათიაშვილი (29), ცეკვავა (17), ბარბაქაძე (11)

თსსუ: ჩიკვილაძე (16), ილიჩი (15), სამოილოვიჩი (14)

ოლიმპი 82:74 ბათუმი-რსუ

ოლიმპი: თავართქილაძე (13), ბერიშვილი (11), ჰოგერი (10 ქულა, 10 მოხსნა)

ბათუმი-რსუ: კეშეკავა (22 ქულა, 11 მოხსნა), მიქელაძე (16), ელიაშვილი (16)

შსს 82:93 სოხუმი

შსს: კრეპსი (24), სმიტი (19), ბლერი (19)

სოხუმი: ფაცაცია (35), ფარღალავა (27), ქადარია (12 ქულა, 14 მოხსნა), ჩლაიძე (12)

არმია 81:49 რუსთავი

არმია: ბაბიაშვილი (17), კვიმსაძე (16)

რუსთავი: კოპალიანი (14), არწივიძე (11)

თსუ 67:57 სტუ

თსუ: ნინიაშვილი (29 ქულა, 17 მოხსნა), კორკოტაძე (10), კოხრეიძე (1 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი)

სტუ: ხანიაშვილი (14), ჩაჩიბაია (12), კობიძე (9 ქულა, 12 მოხსნა)

სატურნირო მდგომარეობა

არმია 7 7 0 644-440 14

სოხუმი 8 6 2 700-606 14

ქუთაისი 8 6 2 665-600 14

ოლიმპი 7 6 1 560-515 13

თსსუ 8 3 5 692-709 11

შსს 7 3 4 596-608 10

თსუ 7 3 4 529-549 10

დინამო 7 3 4 591-623 10

სტუ 7 3 4 571-610 10

ბათუმი 7 0 7 495-611 7

რუსთავი 7 0 7 476-648 7

msy.gov.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"