ამერიკელმა დებმა - ვენუს და სერენა უილიამსებმა ახალი სეზონისთვის მზადება იტალიაში დაიწყეს
ამერიკელმა დებმა - ვენუს და სერენა უილიამსებმა ახალი სეზონისთვის მზადება იტალიაში დაიწყეს.

კერძოდ, ქალაქ მილანში მათ საჩვენებელი შეხვედრები გამართეს იტალიელ ჩოგბურთელებთან - ფრანჩესკა სკიავონესთან და ფლავია პენეტასთან.

პირველ შეხვედრაში სკიავონემ ორ სეტში მოუგო ვენუსს - 7:5, 7:3, შემდეგ კი ფრანჩესკა სერენასაც გაუსწორდა - 7:3, 8:10, 8:6.

უფროსმა უილიამსმა ფლავია პენეტასთანაც წააგო - 6:8, 2:7. როგორც სააგენტო AP წერს, ამ შეხვედრაში 11 ათასი მაყურებლის თვალწინ, ვენუსს კაბის შესაკრავი გაუწყდა. ამერიკელმა კორტი დატოვა და მალე სხვა კაბით დაბრუნდა, თან პოპკორნით ხელში, რომელიც ფლავიასაც უწილადა.

ბოლო ორი მატჩი ამერიკელების სასარგებლოდ დასრულდა. სერენამ მოუგო პენეტას - 6:8, 7:3, 7:3, წყვილების შეხვედრაში კი დებმა 3:7, 8:6, 8:6 დაამარცხეს ფრანჩესკა და ფლავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს