თბილისის ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკე ქალთა საქართველოს 41-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობა დაიწყო, რომელშიც 41 მანდილოსანი მონაწილეობს
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა საქართველოს 41-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობა, რომელშიც 41 მანდილოსანი უმაღლესი ეშელონის 5 საგზურისთვის იბრძვის.

მოასპარეზეთა შორის არიან დიდოსტატები - 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი სოფიკო ხუხაშვილი, მსოფლიო უნივერსიადის მედალოსნები - მაკა ფურცელაძე, სოფიკო გურამიშვილი და ნინო ბაციაშვილი, სენიორებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული თამარ ხმიადაშვილი, ასევე, სოფიკო გვეტაძე და ინგა ჭარხალაშვილი.

ასპარეზობის პირველი-ორი ტურის შემდეგ 2-2 ქულით 7 მოჭადრაკე მოწინავეობდა. მათგან გუშინ მხოლოდ სოფიკო გურამიშვილმა იყოჩაღა - შავი ფიგურებით სეხნია სოფიკო ტერელაძე დაამარცხა. დაზავდნენ ნინო ბაციაშვილი - სოფიკო გვეტაძე, მირანდა მიქაძე - ალექსანდრა ვახანია, ხოლო ნანი უნაფქოშვილმა თეთრებით წააგო ინგა ჭარხალაშვილთან, რომელსაც 1,5 ქულა ჰქონდა. მაკა ფურცელაძემ ანა კუჭავა დაამარცხა, საერთაშორისო ოსტატმა ინგა ხურცილავამ - მადონა ბოკუჩავა.

სამი ტურის შემდეგ უდანაკაროდ მხოლოდ გურამიშვილი ლიდერობს. ვახანიას, ჭახალაშვილს, გვეტაძეს, ბაციაშვილს, ფურცელაძეს, ხურცილავას და მიქაძეს 2,5-2,5 ქულა აქვთ, 10-მა მოჭადრაკემ 2-2 ქულა მოაგროვა.

დღეს მე-4 ტურში მოწინავეთაგან ითამაშებენ: გურამიშვილი - ბაციაშვილი, ვახანია - ფურცელაძე, ჭარხალაშვილი - ხურცილავა, გვეტაძე - მიქაძე, ნიკოლაძე - იმნაძე, უნაფქოშვილი - ტერელაძე, გავაშელი - კობეშავიძე, კოხრეიძე - ხაჟომია, შამათავა - კაკუტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში