მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" სტუმრად ლიდერ "სიენას" შეხვდა და 73:64 დამარცხდა
იტალიის სერია A-ს მე-IX ტურის ბოლო, ცენტრალურ მატჩში, მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" სტუმრად ლიდერ "სიენას" შეხვდა და ძლიერი მეტოქის დამარცხება ვერც ამჯერად მოახერხა.

სიენელები ბოლო წლებთან შედარებით დასუსტდნენ, მიმდინარე სეზონში უკვე 2 შეხვედრა წააგეს, თუმცა არც ისე დაცემულან, რომ შინაურ მატჩებში ვერ იყოჩაღონ. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და საბოლოოდ კომფორტული გამარჯვებაც მოიპოვეს - 73:64.

ქართველი კალათბურთელები სასტარტო ხუთეულში არ ყოფილან. მარკოიშვილმა 17 წუთი ითამაშა და 9 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მანუჩარმა ერთნაირი წარმატებით ისროლა ორ და სამქულიანი სროლები: 4-დან 1, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 6 ცდიდან 4-ჯერ იხეირა.

შერმადინი ოდნავ მოკრძალებული იყო: მან 15 წუთში 4 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. გიორგის თამაშიდან არ შეუტევია სიენელთა კალათისთვის, მან ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან ასპროცენტიანი სიზუსტით მოიპოვა.

მატჩში საუკეთესო შედეგი სიენელ დევიდ ანდერსენს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმაც 29-ს უწია. ეს მაჩვენებელი მარკოიშვილს 6 ჰქონდა, ხოლო შერმადინს - 5.

"კანტუ", რომელიც გასული წლის ფინალისტია, ამჟამად 5 მოგებითა და 4 წაგებით ცხრილში მე-8 ადგილზეა. აქვე ვთქვათ, რომ სანიკიძის "კანადიან სოლარი" 5 მოგებითა და 3 მარცხით ცხრილის მე-5 საფეხურზეა. მომდევნო ტურში, 11 დეკემბერს, "კანტუ" "ტერამოს" უმასპინძლებს, "კანადიან სოლარი" სტუმრად "ბიელას" გაეჯიბრება.

gbf.ge

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო