კევინ მაკდონალდის განკარგულებაში ორი თამაშია. "ასტონ ვილას" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, შემდგომ ორ შეხვედრაში, კლუბის ამერიკელ მეპატრონეს...

კევინ მაკდონალდის განკარგულებაში ორი თამაშია. "ასტონ ვილას" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, შემდგომ ორ შეხვედრაში, კლუბის ამერიკელ მეპატრონეს რენდი ლერნერს უნდა დაუმტკიცოს, რომ გუნდის თავკაცის რანგში მუდმივმოქმედი კონტრაქტის ღირსია. მილიარდელს თავადაც უნდა, რომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა მარტინ ო'ნილი საბოლოოდ შეცვალოს და ამბობს, რომ "ნიუკასლთან" 6:0 წაგებას მასზე არ უმოქმედია.

მაინც, რა თამაშები უწევს მაკდონალდს? დღეს ბირმინგემელები ევროლიგაში ვენის "რაპიდს" მასპინძლობენ, ხოლო კვირას, პრემიერლიგის მესამე ტურში "ევერტონს" უნდა დაუხვდნენ. კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ნიუკასლის ამბავი შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი. მათ, ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის შემდეგ "ბოდიმურ ჰითის" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებიც გამოკითხეს და დაინახეს, რომ ყველას შოტლანდიელის დატოვება სურს. როგორც მოგახსენეთ, თავად ხელმძღვანელთა განწყობაც ასეთია. ერთი სიტყვით, თუ ფეხბურთელებს "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველის დატოვება სურთ, უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში რაც შეიძლება კარგად უნდა ითამაშონო, წერენ ინგლისური წყაროები. მაკდონალდს ხმამაღლა და ოფიციალურად დაუჭირა მხარი "ვილას" კაპიტანმა სტილიან პეტროვმაც.

თუმცა, საინტერესოა ასეთი ამბავი: თავად მაკდონალდს კი სურს "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავება? მას ხომ ოფიციალურად ამის შესახებ არსად არაფერი განუცხადებია. რასაკვირველია, მისი საქციელიდან ჩანს, რომ ის წინააღმდეგი არ არის. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი მთელი 15 წელიწადია ამ კლუბში მუშაობს, მაგრამ მეორე მხრივ, არაფერზე ეტყობა, რომ ის საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს და პასუხისმგებლობას ეშურებოდეს.

ლერნერმა, თავის მხრივ, დიდი მადლობა გადაუხადა "ვილას" თანამშრომლებს. ამერიკელი მეპატრონე კმაყოფილია თუ როგორ მოიქცნენ ეს

ადამიანები მას შემდეგ, რაც გუნდის წინა მწვრთნელმა, ზემოხსენებულმა მარტინ ო'ნილმა ყველას გასაკვირად, ქუდი დაიხურა და გუნდი უეცრად დატოვა. წინა კვირაში მილიარდელმა უკლებლივ ყველა "ვილა პარკზე" შეკრიბა და გულწრფელად და საფუძვლიანად ელაპარაკა. სწორედ იქ თქვა მეპატრონემ, რომ მისთვის მწვრთნელის თანამდებობაზე ყველაზე სასურველი კევინ მაკდონალდია. მან დიდი მადლობა გადაუხადა "უჩინარ" მწვრთნელებს ტონი მაკენდრიუსა და გორდონ კოუენს, რომელთაც გაჭირვების ჟამს თავიანთი უშუალო მოვალეობის გარდა პირველი გუნდისთვის საჭირო სხვა ფუნქციებიც იტვირთეს. საქმე ის გახლავთ, რომ გაქცეულ ო'ნილს უკან გაყვნენ მისი ასისტენტი, მეკარეთა მწვრთნელი და შტაბის კიდევ ორი წარმომადგენელი. ბუნებრივია, მათ მიერ მიტოვებულ საქმეებს გაკეთება სჭირდებოდა. ამ თანამდებობებზე ხალხი ახლაც საშოვნელია.

და მაინც, თუ მაკდონალდისსგან "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი არ გამოვიდა, მაშინ რას აპირებს ლერნერი? გაზეთები წერენ, რომ ასეთ შემთხვევაში ყველაზე სასურველი კანდიდატი გუნდის ოდინდელი თავკაცი გრემ ტეილორი იქნება, თუმცა ტელიორის მიწვევა პრობლემურია, რადგან ის სულ ახლახან დანიშნეს "უოტფორდის" თავმჯდომარედ.

რაც შეეხება მოთამაშეთა ტრავმებს, ამ ფრონტზე მაკდონალდს საქმე უკეთესად აქვს: უკვე სრულყოფილად ივარჯიშეს კარლოს კუელიარმა, ჯეიმს კოლინზმა და გაბრიელ აგბონლაორმა.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...