ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ უეფაზე ზეწოლა გადაწყვიტა
ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ უეფაზე ზეწოლა გადაწყვიტა.

მას უნდა, 26 წლის ვარსკვლავ უეინ რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუმცირონ. მოგეხსენებათ, რუნისთვის სამი მატჩის გამოტოვება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მთლიანად გამოტოვებას ნიშნავს.

სხვა სიტყვებით, კაპელომ ის ჩემპიონატზე პლეი ოფიში გასვლისა და მერე თამაშის იმედით უნდა წაიყვანოს, მაგრამ აქაც მთელი რიგი პრობლემებია - თუკი იტალიელი რუნის გარეშე შეკრავს გუნდს, რომელიც პლეი ოფის ეტაპზე გავა და კარგად ათამაშდება, მერე, მასში მანჩესტერელის დაბრუნების გამო ამ გუნდის დარღვევა, სავარაუდოდ, აღარ მოუნდება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ადრე კაპელო რიხიანად აცხადებდა, რუნის "ევრო 2012"-ზე მაინც წავიყვანო, ამ ბოლო დროს კი ასეთ კატეგორიულ განცხადებებს უკლო.

მედალს მეორე მხარეც აქვს: უეინ რუნი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი სახეთაგანია და მრავალრიცხოვან სპონსორებს სჭირდებათ მან ევრო 2012-ზე რაც შეიძლება მეტი მატჩი რომ ჩაატაროს. შეგახსენებთ კენჭისყრის შედეგებსაც. ინგლისის ნაკრები მოხვდა D ჯგუფში, სადაც მის გარდა არიან საფრანგეთი, შვედეთი და უკრაინა.

უეფას სააპელაციო კომისია რუნის საქმეს ნიონის ოფისში ხუთშაბათს გაარჩევს. გარჩევას კაპელოც დაესწრება და თავად ფეხბურთელიც. იტალიელმა მწვრთნელმა თქვა:

"დრო მჭირდება. გადაწყვეტით რომ ვთქვა რაიმე უეფას საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ვიცოდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სააპელაციო მოსმენას რომ დავესწრებით. დიდი იმედი მაქვს, რომ უეფაში კარგად მოისმენენ რას იტყვის ჩვენი ადვოკატი, რას ვიტყვი მე და რას იტყვის თავად უეინი".

შეგახსენებთ, რომ უეფა რუნის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით მხოლოდ იმიტომ სჯის, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, პოდგორიცაში, ჩერნოგორიასთან შეხვედრაში (2:2), მეტოქეს, მიოდრაგ ძუდოვიჩს ბურთისთვის ბრძოლაში უხეში სარმა გამოსდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად