"ჯალოროსის" კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ ჟურნალისტებთან ფლორენციულ მარცხზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"რომა" რომ კრიზისშია, ძველი ამბავია - დედაქალაქური კლუბი იტალიის ჩემიონატის უკანასკნელ ტურში "ფიორენტინასთან" შერცხვა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააწბილა.

მართალია, ლუის ენრიკე სრულიად ახალ გუნდს აკეთებს, ამას კი დრო სჭირდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ტიფოზები ამ სეზონშივე ითხოვენ. "ჯალოროსის" კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ ჟურნალისტებთან ფლორენციულ მარცხზე და სამომავლო გეგმებზე შემდეგი განაცხადა:

"რაც კვირას მოხდა, უნდა დავივიწყოთ და მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ. საშინლად არ მომწონს ის ამბავი, რომ სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-8 პოზიციაზე ვართ. ფეხბურთელები ლუის ენრიკეს ბოლომდე ვუჭერთ მხარს, ჩვენი სურვილია კრიზისიდან ერთად გამოვიდეთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჩვენ თამაშს ვიპოვით და ლიდერებს შორის დავბრუნდებით - მით უმეტეს, "ჯალოროსიში" მომავლის გუნდი კეთდება და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა