განვლილ უქმეებზე ყველაზე გამოსარჩევ ამბად ვაკო ყაზაიშვილის პირველი ერედივიზიული გოლი მივიჩნიეთ
განვლილ უქმეებზე ქართული ლეგიონის მონაგარიდან ყველაზე გამოსარჩევ ამბად ვაკო ყაზაიშვილის პირველი ერედივიზიული გოლი მივიჩნიეთ. ვახსენეთ ვეტერან ვასილ გიგიაძის მიერ გატანილი პენალტიც და უსიამოვნო შემთხვევაც - ბაქოს "ინტერის" თავკაც კახა ცხადაძეს, რომლის ვაჟმა ბაჩანა ცხადაძემ "ხაზარს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა, ლენქორანში ქვით თავი გაუტეხეს.

ცხადაძე-უმცროსმა თავი ვალერი აბრამიძის გადაცემით გამოიჩინა. მათ გარდა, ასევე შეუცვლელად ითამაშა კიდევ ორმა ინტერელმა ქართველმა, გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა.

ახლა კი ლეგიონერებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ფაქტებზეც შევჩერდეთ.

უკრაინით დავიწყოთ, სადაც ქართველები მრავლად არიან. გიგიაძის გარდა, იქ გოლი არავის გაუტანია, მაგრამ ჩვენს თანამემამულეთა უკრაინულ მონაგარს ურიგო მაინც არ ეთქმის. "ილიჩივეცის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა "დნიპროსთან" შინ მოგებულ შეხვედრაში საკუთარი წვლილიც შეიტანა, ოღონდ გოლისა და საგოლე პასის გარეშე. იგი მე-60 წუთზე შეცვალეს, იმ დროისთვის "ილიჩივეცი" 2:1-ს იგებდა;

უკრაინული პრესის ცნობით, კრივბასელმა ჯაბა კანკავამ მაღალ დონეზე ითამაშა სტუმრად "ჩერნომორეცთან" 2:1 მოგებულ მატჩში, კანკავას თანაგუნდელმა უჩა ლობჟანიძემ კი სულაც საგოლე გადაცემა შეასრულა. მოედანზე ორივემ 90 წუთი დაჰყო.

სანდრო კობახიძის "არსენალი" დონეცკში "შახტართან" 0:5 განადგურდა, ქართველი ნახევარმცველი კი პირველივე ტაიმში, 31-ე წუთზე შეცვალეს; "ზარია" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ობოლონთან", მასპინძელთა რიგებში ჯაბა ლიპარტიამ სრულად ითამაშა.

გიგიაძის "ტავრიას" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო ოლექსანდრიელმა დავით თარგამაძემ, რომლის გუნდიც სიმფეროპოლში 1:4 განადგურდა.

დავით კვირკველიამ, რომელიც ბერძნულ "პანიონიოსს", ალბათ, მალე დატოვებს, საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურშიც ითამაშა. "პანიონიოსი" სტუმრად "ლევადიაკოსს" უგოლოდ გაეყარა, კვირკველიამ კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ასევე შეუცვლელი იყო ერგოტელისელი გიორგი შაშიაშვილი, რომელის გუნდიც სტუმრად "ატრომიტოსთან" 0:1 დამარცხდა.

გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ" შინ "ბორაცს" 3:1 სძლია და სერბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხედან მესამე საფეხურზე აინაცვლა. მერებაშვილმა სრულად ითამაშა.

შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" შინ "ისთანბულსფორს" 1:0 სძლია და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა - მე-11 ადგილზე გადავიდა. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ბევრს არ შევჩერდებით იმ ლეგიონერებზე, რომლებიც სათადარიგოობას დასჯერდნენ. ესენი არიან გიორგი ფოფხაძე, დავით სხირტლაძე, ლევან მჭედლიძე და სხვები. "ემპოლის" 18-კაციან განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა ირაკლი შეყილაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ფიორენტინას" კარი დალაშქრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა