ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, რომელსაც ტრიბუნიდან ქვა ესროლეს, ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს
აზერბაიაჯანის პრემიერლიგის მე-15 ტურში ბაქოს "ინტერმა" უშუალო კონკურენტი და ერთ-ერთი ლიდერი, ლენქორანის "ხაზარი" სტუმრად 1:0 დაამარცხა, ქულითაც გაუსწრო და 29 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. პირველზე კი 31 ქულით ბაქოს "ნეფთჩია".

"ინტერის" ერთადერთი გოლი ბაქოელთა მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ვაჟმა ბაჩანამ 78-ე წუთზე გაიტანა: გოლი წმინდად ქართული იყო, ვალერი აბრამიძე საჯარიმოში შეიჭრა და ჩააწოდა, ცხადაძემ კი მეტოქის კარი მახვილი კუთხიდან აიღო.

ამის შემდეგ სიტუაცია აირია: კახა ცხადაძეს ტრიბუნიდან ქვა ესროლეს და თავში გაარტყეს. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, შეხვედრა ცოტა ხნით შეჩერდა, ცხადაძე სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამე გაატარა. ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს.

ვითარების გამწვავება მსაჯის გადაწყვეტილებებმა და ქომაგთა მიერ წესების უცოდინარობამ გამოიწვია. არადა, ვიდეოგამეორებისას ჩანს, რომ სადავო ეპიზოდებში მსაჯმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. მსაჯზე გაბრაზებულმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი ჯავრი ქართველ მწვრთნელზე იყარა და ქვა ესროლა. "ხაზარის" პრეზიდენტი მაის მანსიმოვი მომხდარით აღშფოთებულია:

"ჩვენს კლუბებს შორის მეგობრული ურთიერთობაა. ლენქორანელმა გულშემატკივარმა ინტერელები გულთბილად მიიღეს და მშვიდობიანად გააცილეს, ვიღაც ხულიგანმა კი ჩვენს მეგობრობაში ბზარის შეტანა გადაწყვიტა. ამიტომ "ხაზარის" ქომაგად ვერ მივიჩნევ ადამიანს, რომელმაც ცხადაძეს ქვა ესროლა. სამართალდამცველებთან ერთად დამნაშავის მოძებნასა და დასჯას შევეცდებით".

აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა რამინ მუსაევმა კი ცოტა უცნაური განცხადება გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ამ ფაქტს აუცილებლად განვიხილავთ და ოფიციალურ შეფასებასაც მივცემთ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ქვა ცხადაძეს მიზანმიმართულად ესროლეს. ეს იყო შემთხვევითი ამბავი და, ალბათ, წაგებით გამწარებული გულშემატკივრის ნამოქმედარია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა "ხაზარს", არამედ სამართალდამცავ ორგანოებს".

მატჩის დასრულების შემდეგ უშუალო კონკურენტთან წაგებით უკმაყოფილო "ხაზარის" პრეზიდენტი გუნდის რუმინელ მწვრთნელ მირჩა რედნიკს შეხვდა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა ის უმუშევრად დიდხანს არ დარჩება, რადგან სამშობლოში ბევრად უფრო ცნობილ კლუბში, ბუქარესტის "სტიაუაში" იწვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა