ვეტერანი ძიუდოისტის, ევროპის ორგზის და მსოფლიოს პრიზიორის ბადრი ყვავილაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი მეშვიდედ ჩატარდა
ვეტერანი ძიუდოისტის, ევროპის ორგზის და მსოფლიოს პრიზიორის ბადრი ყვავილაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით მეშვიდედ ჩატარდა.

ტურნირში ამჯერად 1996-97 და 1998-99 წლებში დაბადებული 400-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ტურნირს ესწრებოდნენ რუსთავის მერი ზაქარია დარჩიაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. მერმა სპეციალური პრიზი გადასცა ბადრი ყვავილაშვილს, რომელიც ასევე იუბილარიც იყო.

ყველაზე მეტი მედალი - 16 ქუთაისელს ერგო (7 - I, 6 - II, და 3 - III ადგილი). გამარჯვებულები არიან: გიორგი თუთაშვილი, ალეკო სულავაძე, რეზო ჯიაძე, ოთარ დარსაველიძე, დავით არწივიძე, ჯაბა ლიპარტელიანი, ბაქარი კუხიანიძე.

გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე (4 - I, 4 - II, 10 - III) გორი გავიდა. გამარჯვებულები: თემურ ნოზაძე, ალეკო მამიაშვილი, გიორგი მირუაშვილი, ერეკლე არხოზაშვილი.

მესამე ადგილი მასპინძლებს ხვდათ წილად: (2 - I, 1 - II, 7- III). გამარჯვებულები: გეგი აზარაშვილი, ბაჩო ჭიკაძე.

იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც ბადრი ყვავილაშვილი ჭიდაობდა (81კგ), გამარჯვებული თავად იუბილარმა დააჯილდოვა. ასპარეზობას აშუქებდა "ქვემო ქართლის ტელევიზია".

ბადრი ყვავილაშვილი: ტურნირით ყველა კმაყოფილია. დიდია ბავშვების დაინტერესება. სპორტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი შეჯიბრებები სპორტსაც წაადგება და საზოგადოებასაც.

მანუჩარ მანჯავიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა