სპორტულ კომპლექსში ყინულის მოედნის გარდა სატრენაჟო დარბაზი, მასაჟის ოთახები და კეთილმოწყობილი საშხაპეებია განთავსებული
ოქტომბრის შუა რიცხვებში ქუთაისს ახალი სპორტული ობიექტი შეემატა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ყინულის მოედნის გახსნის შემდეგ (15ოქტომბერი) ორიოდე თვე გავიდა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ყინულზე სრიალი ქუთაისელი ბავშვებისა და ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი გასართობი გახდა.

ბევრი კი უკვე პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბებაზე ფიქრობს. აქამდე რიონისპირა ქალაქში ყინულის მოედანი არ არსებობდა და სიახლემ ბევრი დააინტერესა. ახალი ობიექტის ადმინისტრაცია ფიგურული ციგურაობის გაკვეთილებზე მისვლის მსურველებს ვეღარ აუდის და მოედანი სრული დატვირთვით მუშაობს.

ქუთაისის ყინულის სასახლე 600 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. სპორტულ კომპლექსში ყინულის მოედნის გარდა სატრენაჟო დარბაზი, მასაჟის ოთახები და კეთილმოწყობილი საშხაპეებია განთავსებული. კომპლექსის მშენებლობისთვის 650 ათასი ლარი დაიხარჯა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. თუ რა პერსპექტივები აქვს ფიგურულ სრიალს ქუთაისში ამის შესახებ ყინულის სასახლის დირექტორი გივი ფანჩულიძე გვესაუბრა.

-ყინულის მოედანი და საციგურაო სპორტი ქუთაისისთვის ახალი ხილია. ეს არის პრეზიდენტის საჩუქარი ჩვენი ქალაქისათვის. ყინულზე სრიალი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ გზით შესაძლებელია განკურნება ბრონქული ასთმისა და სხვადასხვა ალერგიული დაავადებებისგან. სასრიალოდ იმდენი ბავშვი მოდის, რომ სამოსწავლო ჯგუფების განრიგში ჩასმას ვეღარ ავუდივართ და პერიოდულად გადახარისხება გვიწევს. ვცდილობთ, რომ გული არავის დავწყვიტოთ. ბავშვებთან ერთად საციგურაოდ ზრდასრული ადამიანებიც დადიან და დარბაზი ყოველთვის გადატვირთულია.

-ყინულის მოედანს უფრო გართობის ფუნქცია აქვს თუ აქ პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდა იგეგმება?

- ყინულის მოედანი უპირველესად იმისთვის გაკეთდა, რომ აქ სპორტსმენები აღიზარდნონ. ჩვენი მწვრთნელები დილიდან საღამომდე ავარჯიშებენ სხვადასხვა ასკობრივ ჯგუფებს. ამჟამად ბავშვები ყინულზე სრიალს სწავლობენ და ჩვენი მუშაობაც იქეთკენაა მიმართული, რომ სპორტის ამ სახეობამ ქუთაისში ფეხი მოიკიდოს. მოედანი სამოყვარულოა და თუ წარმატებები გვექნება შემდეგ სტანდარტულზეც უნდა ვიფიქროთ. ასეთი არენა ამჟამად ბათუმშია და ახლა ზუგდიდშიც კეთდება. სამომავლოდ კი ვნახოთ, შესაძლოა ქუთაისშიც ვიხილოთ. ამის სურვილი ყინულის მოედნის გახსნის დღეს ბატონმა მიხეილ სააკაშვილმაც გამოთქვა.

-ამ მოედანზე შესაძლებელია ჰოკეის გუნდების ჩამოყალიბება?

- ჰოკეის სექციის ჩამოყალიბება იდეაში გვაქვს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. მწვრთნელები ასე იოლი მოსაძებნი არ არის. თანაც, ჯერ უნდა გაიზარდოს თაობა, რომელსაც საციგურაო სპორტის ფასი ეცოდინება. ყინულზე თავის შეკავება არ გაუჭირდება და შემდეგ შეიძლება ჰოკეის სექციის ჩამოყალიბებაც.

- ამჟამად ბავშვებთან რამდენი მწვრთნელი მუშაობს?

-თბილისიდან ჩამოიყვანეთ სამი მწვრთნელი თამუნა პაიჭაძე, მზია ჩიტაძე და ნათია ბაქრაძე, რომლებიც პროფესიონალი მოციგურავეები არიან. დიდი ქალაქია და ხალხიც ძალიან დაინტერესდა საციგურაო სპორტით, ამიტომ შესაძლოა მწვრთნელების დამატება დაგვჭირდეს.

-როგორც ვიცით, ყინულის მოედნით სარგებლობა უფასოა.

-ამჟამად ყინულის მოედანი როგორც პატარებისთვს, ასევე დიდებისთვისაც უფასოა. სამოსწავლო ჯგუფები 4-დან 16 წლამდე თუ არა 12 წლამდე მაინც დარჩება უფასო, სამოყვარულო ჯგუფები კი მომავალი წლიდან ფასიანი გახდება.

დიდი ხელშეწყობა გვაქვს ქალაქის თვითმმართველობისგან, რომ არა მათი მონდომება, ეს სპორტული ობიექტი არ გვექნებოდა. როცა თაობა წამოვა და იქიდან ერთი ბავშვიც რომ გამოვიდეს წარმატებული სპორტსმენი, ყურადღება ალბათ, სპორტის სამინისტროდანაც არ მოგვაკლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის