საერთაშორისო რაგბის სანაკრებო სეზონი კარდიფში, "მილენიუმზე" უელსისა და ავსტრალიის ნაკრებების დაპირისპირებით დასრულდა
უელსი-ავსტრალია 18:24

უელსი: (15-9) ლი ჰალპფენი, ნორსი (კათბერტი 69), სკ.ვილიამსი, რობერტსი, შ. ვილიმსი, პრისტლენდი (ბიგერი 74), ვილიამსი. (1-8) ჯენკინსი, ბენეტი (რისი 58), ენდრიუ (ბევინგტონი 59), დევისი, ევანსი (ტიპურიჩი 63), ლიდიატი (ჯოუნზი 67), ვერბარტონი, ფალეტაუ.

2ლ: პრისტლენდი, შ.ვილიამსი. 2ს: პრისტლენდი. გ: ბიგერი.

ავსტრალია: (15-9) ეშლი-კუპერი (ტაპუაი 77), ტერნერი, ჰორნი, ბარნსი, იოანი, ოკონორი, გენია. (1-8) სლიპერი, პოლოტა-ნაუ (მური 52), მააფუ (ალექსანდერი 52), ჰროვილი, საიმონსი (შარფი 67), ჰიგინბოთამი, პოკოქი (სამო 41), მაკკალმენი.

3ლ: გენია, თრნერი, ბარნსი. 3გ,ს: ოკონორი

მსაჯი: ჯონათან კაპლანი (სამ.აფრიკა)

საერთაშორისო რაგბის სანაკრებო სეზონი კარდიფში, "მილენიუმზე" უელსისა და ავსტრალიის ნაკრებების დაპირისპირებით დასრულდა. 61 ათასმა ქომაგმა, რომელიც მატჩს ესწრებოდა, სტადიონი ორმაგად გაწბილებულმა დატოვა: მათმა ეროვნულმა გუნდმა "ვოლაბებთან" 18:24 წააგო და რაგბიდან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, უელსის ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი, შეინ ვილიამსი გააცილა.

დიდი შეინის გაცილება საკმაოდ ემოციური გამოვიდა. უელსის ნაკრების კვართში ქვეყნის ჰიმნის ბოლოჯერ მოსმენისას ის ბავშვივით ტიროდა. ცრემლს ვილიამსი ვერც მატჩის შემდეგ იკავებდა და თავისი ქალ-ვაჟით ხელში ქომაგებს აკანკალებული ხმით მიმართა.

"მილენიუმმა" თავის გმირს სათანადო პატივი მიაგო.

"შეინის მიღწევათა ნახევარის გამეორება რომ შევძლო, გარწმუნებთ პენსიაზე გასვლისას უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი. მას შესანიშნავი კარიერა ჰოქნდა. მისი წასვლით ძლიერი მოთამაშე და კარგი მეგობარი დავკარგეთ. მინდა, რომ ცოტა ხანს კიდევ ითამაშოს, რათა მეტი სიბრძნე გამიზიაროს.

ის უელსური რაგბის სახეა. ეს კომპლიმენტი არ არის. მასში, ერთ ადამიანში თავი მოიყარა ჩვენი რაგბის ყველა დადებითმა მხარემ. ის არასდროს ფუჭად არ ლაპარაკობდა, დროს არ აცდენდა და ძალიან ბევრს მუშაობდა ვარჯიშისას და მის შემდეგაც. უნდოდა მუდამ მაქსიმალურად მზად ყოფილიყო, ნებისმიერი ძალის მეტოქესთან სათამაშოდ.

ის სუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. მისი დუბლირება თითქმის შეუძლებელია. შეინი განსაკუთრებული კაცია და ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით თამაშმა მომიწია. იმედი მაქვს, უელსური რაგბის მამები სათანადოდ დააფასებენ და მის ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებენ" - თქვა ჯეიმზ ნორსმა, რომელიც უელსის ნაკრებში სწორედ შეინ ვილიამსის შემცვლელად მოიაზრება.

"თამაშის მერე გაორებული გრძობა დამრჩა. თამაშის არსი მის მოგებაშია. ავსტრალიის ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამან გული დამწყვიტა, თუმცა ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ არაფერი დაუშურებიათ მიზნის მისაღწევად.

ავსტრალიის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა და მიხარია, რომ ჩემი სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩში, სწორედ ასეთ ძლიერ გუნდს გავუტანე ლელო." - თქვა შეინ ვილიამსმა მატჩის შემდეგ.

რაც შეეხება თამაშს, პირველი ნახევარი მეორეზე ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი დაცვაში ძალზედ ყურადღებით თამაშობდა. 33-ე წუთისთვის უელსელები მგეზავი რის პრიტლენდის ორი საჯარიმოს წყალობით 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს "ვოლაბების" ახალმა მგეზავმა ჯეიმზ ოკონორმა ანგარიში ასევე საჯარიმოთი შეამცირა - 3:6. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ ავსტრალიელები გააქტიურდნენ. სტუმართა გუნდი სწრაფად და უფრო ორგანიზებულად ირჯებოდა და მასპინძლებს 23 წუთში სამი ლელო გაუტანეს. მატჩის 63-ე წუთისთვის "ვოლაბები" 18 ქულის სახვაობით 24:6-ს იგებდნენ.

უელსელებმა მატჩის ბოლო 15 წუთშიღა გამოიღეს ხელი. 66-ე წუთზე ლელო რის პრიტლენდმა მიითვალა. მატჩის ბოლო წუთზე კი შეინის ჯერიც დადგა. მან ჩვეულ სტილში გვერდი მეტოქის ორ მორაგბეს აუარა და ლელო მალაყში გაიტანა. ვილიამსმა ნაკრებში 87 კეპი მოიხვეჭა და 58 ლელო გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა