ქუთაისის "ტორპედოს" 22 წლის ფორვარდმა ბოლნისში, 40 მეტრიდან, პირველი ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი გაიტანა
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეთა საყურადღებოდ: იყავით ფრთხილად, ქუთაისელთა თავდამსხმელი, დავით ჯანელიძე ბურთს თუნდაც კარიდან საკმაოდ შორს რომ მიიღებს. ეს 22 წლის ფეხბურთელი ამ დროსაც საშიშია, რაც ბოლნისში "სიონთან" თამაშისასაც გამოჩნდა და შორიდან გასროლები თურმე ლატვიაშიც სჩვეოდა.

ჯანელიძემ "ტორპედოს" მაისურით პირველად სწორედ ბოლნისში გაიტანა. თანაც, თამამად ვიტყვით, რომ ეს იყო პირველი ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი - დავითმა კარში დაახლოებით 40 მეტრიდან დაარტყა და ულამაზესი გოლიც მიითვალა.

ჯანელიძემ გვითხრა, რომ შორიდან "სიონამდეც" გაუტანია:

"ლატვიაში ასეთი გოლის გატანა სამჯერ ვცადე და ერთხელ მოვახერხე. მიხარია, საქართველოში პირველივე მცდელობა წარმატებული რომ გამოდგა. დავინახე, მეკარე ოდნავ წინ იყო გამოსული და ბურთიც სასურველი ტრაექტორიით წავიდა. სიმართლე გითხრათ, ასეთ კარგ დარტყმას არ ველოდი".

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დათოს უკვე ექვს კლუბში უთამაშია - "თბილისში", "ზესტაფონში", ცხინვალის "სპარტაკში", აგრეთვე ლატვიურ "ტრანზიტსში", "სკონტოსა" და "ოლიმპსში".

მან ქუთაისურ კლუბთან ხელშეკრულება ახლახან გააფორმა. თავდამსხმელი გვიყვება, როგორ დაბრუნდა საქართველოში:

"როდესაც ლატვიაში მივდიოდი, მაშინ იქ თამაში ნამდვილად ღირდა, ახლა კი იქაურ კლუბებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ბალტიისპირეთიდან ზაფხულში წამოვედი და კონტრაქტი პოლონეთის პირველი ლიგის კლუბთან უნდა გამეფორმებინ, მაგრამ რატომღაც ევროკავშირის ვიზა ვეღარ გამიკეთეს.

ბოდიშები კი მიხადეს, მაგრამ სხვა რა გზა იყო, საქართველოში დაბრუნება მომიხდა. ასე აღმოვჩნდი ქუთაისის "ტორპედოში", რასაც სულაც არ ვნანობ - ძლიერი, ამბიციური და ახალგაზრდული გუნდია," - ამბობს ჯანელიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა