არნემის "ვიტესის" 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ერედივიზიეში პირველი გოლი "ვაალვიკთან" მატჩში გაიტანა
არნემის "ვიტესში" ვაკო ყაზაიშვილის სადებიუტო შეხვედრის ლოდინმა დიდხანს არ მოგვიწია. დუბლების ჩემპიონატში ჩატარებული ეფექტური თამაშების შემდეგ "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი იონ ვან დენ ბრომი ვაკოს ენდო და "ტვენტესთან" სტუმრად თამაშისას ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ბოლო ტურში, "ვაალვიკთანაც" 18 წლის ქართველი კვლავ სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდა და შეტევაში ბონი ვინფრიდს შეუწყვილდა. "ვიტესმა" 4:0 გაიმარჯვა, ყაზაიშვილმა კი ერედივიზიეში პირველი გოლი გაიტანა, თანაც მეტად ეფექტური - სტენლი აბორას "კედელი" გაუთამაშა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კი ბურთი მას თავზე გადაუგდო და "ვიტესი" 2:0 დააწინაურა [იხილეთ ვიდეო].

ყაზაიშვილმა ჯერ მე-12 წუთზე სცადა ბედი, როდესაც ორ მცველს გასცდა, "კედელი" ბონისთან გაითამაშა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მცირედით ააცილა.

"ვაკო ყაზაიშვილი დისციპლინირებული, ნიჭიერი და გუნდისთვის სასარგებლო ახალგაზრდაა, რომელსაც ვენდეთ და იმედები გაგვიმართლა. ვფიქრობ, მას შეუძლია მოუმატოს და ბევრად უკეთ ითამაშოს" - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვან დენ ბრომმა.

ყაზაიშვილს არნემში დავუკავშირდით.

- გილოცავ პირველ ჰოლანდიურ გოლს. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასიხარულო ამბავია.

- სიხარული მართლაც დიდია... "ვიტესში" პირველად "ტვენტესთან" გასვლაზე მათამაშეს, ძირითადში ჯერ არ დავმკვიდრებულვარ და გოლი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- გოლი ეფექტური გამოგივიდა.

- მეკარესთან მარტო დავრჩი და გატანა იოლი იყო. თანაგუნდელმა იმდენად კარგი პასი მომცა, გოლი მისი დამსახურება უფროა.

- აქამდე დუბლებში თამაშობდი, ერედივიზიე კი სულ სხვა დონის ტურნირია, შეგუებაც სჭირდება, ბევრად ათლეტური მოთამაშეები არიან და ორთაბრძოლებიც უფრო ხისტია.

- რა თქმა უნდა, დუბლებთან შედარებით ბევრად უფრო საძნელოა, მაგრამ ძირითად გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელების გვერდით მიწევს თამაში და საქმეს ეს მიიოლებს. თუმცა, მწვრთნელმა "ტვენტესთან" ძირითადში პირველად რომ დამაყენა, სტადიონი გადაჭედილი იყო და პირველი 15 წუთი შოკში ვიყავი, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ მერე ვითარებას შევეგუე, რაღაც "გამეხსნა" და თამაში მესიამოვნა.

- პირველი გოლი უფრო თავდაჯერებულს გაგხდის.

- მეც მაგის იმედი მაქვს. არნემში ჩამოსული მესამე ქართველი ვარ და ახლა ჩემზე უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე კაშიასა და ჭანტურიაზე - მათ ხომ თავი უკვე დაიმკვიდრეს. ამჟამად ყველა მე მაკვირდება და კლუბის ხელმძღვანელთა ნდობა აუცილებლად უნდა გავამართლო.

- დუბლებში ნათამაშები შენი რამდენიმე მატჩის ეპიზოდები ვნახე, ბევრჯერ ოთხ-ხუთ მეტოქეს იოლად ატყუებდი. ჰოლანდიელ დუბლიორებში თამაში ასეთი ადვილია?

- არა, იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად მომამზადეს.

- "ვაალვიკთან" შეხვედრას ჩვენი ვეტერანები დაესწრნენ. მატჩის შემდეგ თუ ნახე ისინი?

- ჩივაძე, გუცაევი და ხურცილავა იყვნენ ჩამოსულები და გოლი მომილოცეს, დიდხანს კი არ გვილაპარაკია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად