ფიფას ყოფილმა არბიტრმა და "დეილი მეილის" ექსპერტმა, გრემ პოლმა "ფულჰემისა" და "ლივერპულის" შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს თავისი კომენტარი გაუკეთა
ფიფას ყოფილმა არბიტრმა და "დეილი მეილის" ექსპერტმა, გრემ პოლმა "ფულჰემისა" და "ლივერპულის" შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს თავისი კომენტარი გაუკეთა. ის დარწმუნებულია, რომ ჯეი სპირინგი მუსა დემბელესთან ორთაბრძოლაში მოედნიდან გასაგდები იყო და არბიტრი კევინ ფრენდი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როდესაც მას წითელი ბარათი ამოუღო.

"მიუხედავად იმისა, რომ დემბელესთან ორთაბრძოლის დროს სპირინგი ჯერ ბურთს შეეხო და მეტოქეს მერეღა მიენარცხა ის მოედნიდან მაინც გასაგდები იყო - დაწერა პოლმა თავის ტრადიციულ სვეტში - ლივერპულელი თავის სხეულსა და მოძრაობას ვეღარ აკონტროლებდა. ის მთელი ძალით გაქანდა და ჯერ ბურთს რომ შეეხო, მხოლოდ გამართლების ამბავი გახლდათ.

ამიტომაც იყო ფრენდი ვალდებული ფეხბურთელის საქციელი სერიოზულ დარღვევად ჩაეთვალა და ის მოედნიდან გაეძევებინა. მსაჯის უპირველესი ამოცანა ფეხბურთელების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და თუ რომელიმე მოთამაშის ქცევა სხვის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს, ის გასაძევებელია.

შეამოწმეთ ვიდეოჩანაწერი, ნახეთ ფოტოებზე. ძნელია იმას, რაც სპირინგმა გააკეთა მძვინვარე და უხეში არ უწოდო. რად უნდა ლაპარაკი, რომ ის დემბელეს ჯანმრთელობას ხიფათს უქმნიდა. დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ ბურთისთვის ფეხის მიკვრა ფეხბურთელს პასუხისმგებლობას არ უხსნის. ამის შესანიშნავი ნიმუში გახლდათ სპირინგისა და დემბელეს ეპიზოდიც.

"ლივერპულს" შეუძლია თქვას, რომ შეხვედრა "ფულჰემსაც" ათი კაცით უნდა დაესრულებინა. ლაპარაკია ფილიპ სენდეროსის ორ საყვითლე უხეშობაზე. პირველ შემთხვევაში, როდესაც სენდეროსმა ჩარლი ადამი წააქცია, ფრენდი სწორად მოიქცა ყვითელი ბარათი რომ ამოიღო, ხოლო მეორე ეპიზოდი, როდესაც სენდეროსი უკვე ენდი ქეროლს დაესხა ზურგს უკნიდან, მსაჯმა ვერ დაინახა, თორემ ლონდონელთა ფეხბურთელს, რასაკვირველია, გააგდებდა. სამწუხაროდ, ფეხბურთის მსაჯებს ვიდეოჩანაწერების ნახვის ფუფუნება არ გვაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"