"დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა "დილასთან" მოგებულ (2:0) მატჩსა და "კოლხეთთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა
ფოთის "კოლხეთთან" მოახლოებული თამაშის წინ, "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერმა, დავით ოდიკაძემ გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

დავით ოდიკაძე:"გორის "დილამ" თასის გათამაშებიდან გამოგვაგდო და ყველანი მოწადინებულნი ვიყავით რევანში აგვეღო. პირველი ტიამი უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე მეორე.

პირველ ტაიმში სწრაფი გოლის გატანა გვქონდა დავალებული და შევძელით კიდეც. მეორე ტაიმში კი ტემპის დაგდებაზე გავაკეთეთ აქცენტი და შეხვედრა სასურველ შედეგამდე მივიყვანეთ. მთავარია, გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა და ეს შედეგზეც აისახა.

კარგად მივდივართ, ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ ხდება და იმედია ასეც გავაგრძელებთ. ბოლო პერიოდში მთელი გუნდი პროგრესირებს, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ჯაბა ჯიღაურს. ჩემი აზრით, იგი არამარტო "დინამოს", არამედ მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი გახლავთ.

ტრავმირებული ლევან კაკუბავა ყველას ძალიან გვაკლია, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე დროულად დაბრუნებას ვუსურვებთ. სასიხარულოა, რომ მცირედი ტრავმის შემდეგ გუნდს კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძე უბრუნდება.

სასიამოვნოა, რომ "დინამო" გათამაშების ცხრილში ჩვეულ, პირველ პოზიციაზე დაბრუნდა. წინ მთელი ჩემპიონატი არის და ღმერთის წყალობით სეზონის ბოლომდე ლიდერობის შენარჩუნებას შევეცდებით. რაც შეეხება, მომავალ შეხვედრას, "კოლხეთს" გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. მათთან მოგება იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. პროცენტულად მოგების დიდი შანსი ბუნებრივია ჩვენს მხარეს არის, თუმცა მოწინააღმდეგის დაუფასებლობაც არ შეიძლება.

"კოლხეთი" ის გუნდია, სადაც მითამაშია და მათ ვგულშემატკივრობ კიდეც, ოღონდ არა ჩვენთან შეხვედრაში. კვირას, "დინამო არენაზე" გასამართ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს და ჩვენს აქტივს მორიგი 3 ქულა შევმატოთ".

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად