ბიატლონში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაგდალენა ნოინერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2012 წლის მარტში კარიერას დაასრულებს
ბიატლონში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაგდალენა ნოინერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2012 წლის მარტში კარიერას დაასრულებს.

იმ მომენტისთვის გერმანელი სპორტსმენი 25 წლის იქნება. ნოინერისთვის ბოლო ტურნირი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 1-11 მარტს გერმანიის ქალაქ რუპოლდინგში გაიმართება. ამ ინფორმაციას მაგდალენას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ ვწერდით იმის შესახებ, რომ ჭორები ნოინერის სპორტიდან წასვლაზე გასულ უქმეებზე გაჩნდა. თავად გერმანელმა ამ ჭორებს კომენტარი არ გაუკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერს ოთხშაბათს, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მოეფინებოდა ნათელი.

თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნოინერმა აღიარა, რომ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა. სპორტსმენის სიტყვებით, მას სურს ცხოვრებაში რაღაც ახალი გამოსცადოს და თან ოჯახი შექმნას. გერმანელმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ბავშვებისა და მოზარდების წვრთნას მიჰყოს ხელი.

ნოინერმა ვანკუვერში 2008 წლის ზამთრის თამაშებზე ორი ოქრო მოიგო: გამოდევნებით რბოლასა და მას-სტარტში. გარდა ამისა, თავის კარიერაში ერთადერთ ოლიმპიადაზე ის მეორე იყო სპრინტში. ესტაფეტაში მაგდალენას მონაწილეობა არ მიუღია.

გერმანელი ბიატლონისტი აგრეთვე მსოფლიოს ათგზის ჩემპიონია და 25-ჯერ გაუმარჯვია მსოფლიოს თასის ეტაპებზე. 2008 და 2010 წლებში ნოინერმა პირველი ადგილი გაიკავა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dato
მისი გვარია ნოინერ
სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს