ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქის” ლიდერ დუაიტ ჰოვარდზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული “ორლანდო მეჯიქის” ლიდერ დუაიტ ჰოვარდზე. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრისა და აგრეთვე “ნიუ ორლეან ჰორნეტსის” გამთამაშებლის კრის პოლის გადაბირებას აპირებს.

ამისთვის კალიფორნიელები მზად არიან თავიანთ შემადგენლობაში ნებისმიერ კალათბურთელს შეელიონ, გარდა კობი ბრაიანტისა.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, “ლეიკერსი” “ორლანდოსა” და “ნიუ ორლეანს” შესთავაზებს ტრეიდს, რომელშიც ჩართული იქნებიან პაუ გასოლი და ენდრიუ ბინუმი.

დაახლოებით ანალოგიური ტაქტიკით აპირებს მოქმედებას “ჩიკაგო ბულზი”. ამ გუნდის შეფობა ორ-სამ კალათბურთელს შესთავაზებს “ორლანდოს” დუაიტ ჰოვარდის სანაცვლოდ. ოღონდ გასაცვლელთა სიაში არ იქნება “ბულზის” ლიდერი და ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშე დერიკ როუზი.

ევროპული კალათბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, “ლეტუვოს რიტასის” ფორვარდმა იონას ვალანჩუნასმა განაცხადა, რომ ამ სეზონში არ აპირებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გადასვლას. მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ სათამაშო წელს მშობლიურ კლუბში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დრაფტზე ვალანჩუნასი მეხუთე ნომრად აირჩია “ტორონტო რეპტორზმა”.

“მინდა თუ არა კანადაში გადაბარგება? ძალიან უცნაური შეკითხვაა. ბევრი ენერგია დავხარჯე იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, "ლეტუვოს რიტასის" ნაწილი გავმხდარიყავი, ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ლიტვაში სეზონის ბოლომდე დავრჩება და ჩემს გუნდს ბოლომდე დავეხმარები”, - განაცხადა “ლეტუვოს რიტასის” ოფიციალურ ვებგვერდზე ახალგაზრდა ფორვარდმა.

ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ვალანჩუნასის საშუალო მონაგარი 10.7 ქულასა და 6.3 მოხსნას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს