ლონდონში გამართულ ცერემონიაზე “საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილე 2011 წლის საუკეთესო პილოტის" ლაურეატი სებასტიან ფეტელი გახდა
ლონდონში გაიმართა ყოველწლიური ცერემონია, რომელიც ტრადიციულად სარბოლო სეზონს აჯამებს. მისი ორგანიზატორი გახლავთ ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალი Autosport.

მთავარ ნომინაციაში - “საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილე 2011 წლის საუკეთესო პილოტი" - ლაურეატი გახდა სებასტიან ფეტელი. “რედ ბულის” გერმანელმა წევრმა წელს უდიდესი უპირატესობით მოიგო ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატი და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მან დაამყარა ახალი რეკორდი - სეზონში 15 პოულის მფლობელი შეიქმნა.

24 წლის გერმანელი ლონდონში ცერემონიაზე დიუსელდორფიდან ჩაფრინდა, სადაც “ჩემპიონთა რბოლაში” იღებდა მონაწილეობას.

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საიდან დავიწყო, - განაცხადა პრიზის მიღებისას სებასტიანმა. - გასულ წელს პირველად მივიღე ერთ-ერთი ასეთი ჯილდო და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

უდიდესი პატივია, როცა ეს მოკლე კიბე უნდა აიარო და ამ დროს ყველა ტაშს გიკრავს შენი გამოსვლების პატივსაცემად. ამ მომენტში განსაკუთრებული გრძნობა გიპყრობს.

როცა ბავშვობაში სარბოლო კარიერას ვიწყებდით და ფორმულა 1-ზე ვოცნებობდით, გვეჩვენებოდა, რომ ამ ოცნების ასრულებამდე ძალიან შორი იყო. ვუცქერდით პილოტებს და ისინი ჩვენთვის გმირებივით იყვნენ. ჩვენც ვოცნებობდით დიდებაზე, მაგრამ უცებ აღმონდა, რომ ის სულ ახლოს ყოფილა.

ყველაზე მეტად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ვოცნებობდი და როცა ამას მივაღწიე, მაშინვე ვერ გავაცნობიერე მომხდარი: შენ დაამტკიცე, რომ რაღაცას წარმოადგენ, მოიპოვე ტიტული, რომელსაც უკვე ვეღარავინ წაგართმევს”.

მომდევნო ნომინაციაში - “წლის საუკეთესო ბრიტანელი პილოტი” “მაკლარენის” წევრმა ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა. მან ამ სეზონში ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ჯენსონისთვის ეს მესამე აღიარებაა კარიერაში: მანამდე ის საუკეთესო ბრიტანელად 2003 და 2009 წლებში დაასახელეს.

“შარშანდელმა სეზონმა ახალი გამოცდილება მომიტანა, რადგან ახალ გუნდში გადავედი, წელს კი, ჩემი აზრით, შესანიშნავად ვიმუშავეთ ერთად და ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ გუნდს პროგრესისთვის მიეღწია, - განაცხადა ბატონმა. - მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი სიამოვნება მივიღე! კარგი წელი იყო, თუმცა არა იდეალური. სებასტიან ფეტელმა დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია და ვერ შევძელით მისი გასწრება. ამიტომაც, ჩემი მიზანია - მომავალ წელს მისი დამარცხება”.

სეზონის დებიუტანტად მიიჩნიეს “ფორს ინდიას” პილოტი პოლ დი რესტა. მას მართლაც წარმატებული დებიუტი გამოუვიდა ფორმულა 1-ში: სეზონის პირველ ორ ეტაპზე ქულათა ზონაში მოხვდა, რაც მანამდე ამ სპორტის ისტორიაში მხოლოდ შვიდმა პილოტმა შეძლო. ჩემპიონატის პირველ რვა ეტაპზე დი რესტამ ექვსჯერ აჯობა კვალიფიკაციაში თავის გამოცდილ თანაგუნდელს ადრიან სუტილს.

საბოლოოდ, დი რესტამ ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა. მის ანგარიშზე 27 ქულა მოდის. შოტლანდიელის საუკეთესო შედეგი იყო სინგაპურის გრანპრიზე დაკავებული მეექვსე ადგილი.

გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მანქანა. როგორც მოსალოდნელი იყო, პრიზი დაიმსახურა “რედ ბულის” წლევანდელმა ქმნლებამ - Red Bull RB7-მა.

პრიზის მისაღებად სცენაზე ავიდნენ “რედ ბულის” ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ედრიან ნიუი, მთავარი კონსტრუქტორი რობ მარშალი, საინჟინრო განყოფილების შეფი იან მორგანი და გუნდის მთავარი ინჟინერი მარკ ელისი.

“2010 წელს კარგი მანქანა შევქმენით, მაგრამ მან არაერთი პრობლემა მოგვიტანა, - განაცხადა ნიუიმ. - წელს Red Bull RB7 სეზონის სტარტიდანვე სწრაფი იყო და მოვახერხეთ ამ ტემპის შენარჩუნება, რაშიც მთელი გუნდის დიდი დამსახურებაა”.

2011 წელს “რედ ბულმა” 19 რბოლიდან 12 მოიგო, ხოლო სებასტიან ფეტელმა 15 საკვალიფიკაციო რბოლაში მოახერხა გამარჯვება.

ჟურნალ Autosport-ის მიერ მოწყობილ შოუზე არ ჯილდოვდება სეზონის საუკეთესო ძრავის შემქმნელი კომპანია. სეზონში პოულებისა და გამარჯვებების დიდი ნაწილი “რენოს” ძრავებს დარჩათ, მაგრამ “მერსედესის” პრესსამსახურს საკუთარი სტატისტიკა მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ იმ გუნდებმა, რომლებმაც “მერსედესის” ძრავები გამოიყენეს, სეზონის შედეგების მიხედვით ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს, ვიდრე ძრავების სხვა მიმწოდებელთა კლიენტებმა. ასეთი რამ ზედიზედ მესამე სეზონში ხდება.

2011 წელს სამმა გუნდმა - “მერსედესმა”, “მაკლარენმა” და “ფორს ინდიამ” ჯამში 731 ქულა დააგროვა, ხოლო სეზონის ბოლო რბოლაში, რომელიც აბუ დაბის ავტოდრომზე ჩატარდა, ამ სამი გუნდის ექვსივე პილოტმა შეაღწია ქულათა ზონაში.

რენო პეტროვს იშორებს

ჯერჯერობით უცნობია, ვის აირჩევს ფრანგული საჯინიბო “ლოტუს-რენო” 2012 წლისთვის მეორე საპრიზო პილოტად. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ფინელ კიმი რაიკონენთან, რომელიც ორწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება “სამეფო რბოლებს”.

რაც შეეხება მეორე პილოტის ვინაობას, ამ მხრივ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გუშინ ფრანგულმა გამოცემა Toile F1-მა. მიუხედავად იმისა, რომ “ლოტუს-რენოსთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს რუს პილოტს ვიტალი პეტროვს, ფრანგ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ ავტომრბოლის დღეები გუნდში დათვლილია, რადგან “ლოტუს-რენო” უკვე მოელაპარაკა კონტრაქტზე ფრანგ რომენ გროსჟანს. ამ ახალგაზრდა პილოტის უკან სოლიდური სპონსორები დგანან, თავად კი მაღალი შედეგები აჩვენა სატესტო რბოლების დროს.

თუმცა, შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის უმუშევარი არც პეტროვი დარჩეს. ჭორების თანახმად, ის რუსულ საჯინიბო “მარუსიაში” გააგრძელებს კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა