გაისად, აპრილში თურქეთი სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც ქართველი მოკრივეებიც იასპარეზებენ
წლევანდელი სეზონი ქართველმა მოკრივეებმა კარგად დაიწყეს: რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნდნენ, ევროპის ჩემპიონატზე კი ზაალ კვაჭატაძე (69 კგ), ჯაბა ხოსიტაშვილი (75) და მიხეილ ბახტიძე (+91) ბრინჯაოს დაეუფლნენ.

ჩვენი სპორტსმენები ისე იყვნენ მომზადებული, რომ ბაქოს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის 2-3 საგზურის მოპოვებას წინ ვერაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ ჩვენებურთაგან, სამწუხაროდ, მეოთხედფინალშიც ვერავინ გააღწია.

ამის მიუხედავად, მათ ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების შანსი არ დაუკარგავთ: გაისად აპრილში თურქეთი სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრებისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ზუგდიდში გაიმართა. აქ უნდა შეერჩიათ ნაკრების ის კანდიდატები, რომლებიც საფუძვლიანი საწვრთნელი შეკრებებისა და უცხოურ ტურნირებში ძალების მოსინჯვის შემდეგ თურქეთში გამოსვლის უფლებას მიიღებდნენ. რინგზე სხვადასხვა მიზეზით არ გამოსულან კვაჭატაძე, ხოსიტაშვილი და ჭუბაბრია, ხოლო ფოთელმა ნიკოლოზ იზორიამ აქტიურ სპორტს თავი დაანება და ამიერიდან ეროვნული გუნდის მწვრთნელებს დაეხმარება.

ოთხდღიანი დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ კვარცხლბეკზე ავიდნენ:

49 კგ. 1. მიხაილ კაზანჯიანი (თბილისი), 2. ალექსან ჩეჩელიანი (ახალქალაქი), 3. ბაჩო ჯინჭარაძე, ფარიზ ისკანდაროვი (ორივე - რუსთავი).

52 კგ. 1. სევერიან ჭილაძე (თბილისი), 2. ვენედიკ ერანოსიანი (ახალქალაქი).

56 კგ. 1. მერაბ თურქაძე (ქუთაისი), 2. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი), 3. ალეკო ჭადაშვილი, ადილ ასლანოვი (ორივე - თბილისი).

60 კგ. 1. კობა ფხაკაძე (ქუთაისი), 2. დავით ლეკიაშვილი (რუსთავი), 3. გიორგი ასათიანი (ქუთაისი), გიორგი ყვირალაშვილი (გურჯაანი).

64 კგ. 1. დემნა კოტუა (ფოთი), 2. ირაკლი ჭინჭარაული (გარდაბანი), 3. სანდრო ჯაჯანიძე (ჭიათურა), დავით ტლაშაძე (გორი).

69 კგ. 1. გოგა ზარქუა (თბილისი), 2. ბექა ხარძიანი (თბილისი), 3. გიორგი კადავიძე (რუსთავი), გოჩა ბადურაშვილი (ახმეტა).

75 კგ. 1. რომან თავაძე (ქუთაისი), 2. ნიკა სეხნიაშვილი (გორი), 3. გიორგი გიორგაძე (თბილისი), გიორგი ქისტაური (გარდაბანი).

81 კგ. 1. იაგო კიზირია (ფოთი), 2. თენგიზ გუგუნავა (ზუგდიდი), 3. ედგარ სარქისოვი (თბილისი), ვალერი ხურცია (ქუთაისი).

91 კგ. 1. რეზო ქარელიშვილი (გორი), 2. ალექსანდრე კარტოზია (თბილისი), დავით აბულაშვილი (ახმეტა), ირაკლი გვენეტაძე (ქუთაისი).

+91 კგ. 1. მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი), 2. დავით გოგიშვილი (გორი), 3. ალეკო ლეფსვერიძე (თელავი), გოჩა მჭედლიშვილი (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"