ორგზის იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში მასატო უჩიშიბა სექსუალურ სკანდალში გაეხვა, რის გამოც თანამდებობის დათმობაც მოუხდა
ორგზის იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში მასატო უჩიშიბა (66) სექსუალურ სკანდალში გაეხვა, რის გამოც თანამდებობის დათმობაც მოუხდა.

სპორტიდან წასვლის შემდეგ ის კუმამოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტის ქალთა სტუდენტური გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ინციდენტიც ამ ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე მომხდარა. როგორც იაპონური საინფორმაციო საშუალებები წერენ, თურმე უჩიშიბა ერთ-ერთ შეგირდს, რომელიც ჯერ 20 წლისაც არაა, ალკოჰოლური სასმელების მიღებას აძალებდა. იმავე წყაროს ცნობით, ინციდენტის სხვა დეტალები ცნობილი არაა, თუმცა ესეც საკმარისი საბაბი გახდა ოლიმპიური ჩემპიონის სექსუალურ ძალადობაში დასადანაშაულებლად.

შედეგად, მან დატოვა უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. იაპონური მედია ასევე წერს, რომ უჩიშიბამ ამ საქციელით "დაადასტურა თავისი არაკვალიფიციურობა ახალ თანამდებობაზე, შელახა დაწესებულების სახელი და იმიჯი". ინციდენტთან დაკავშირებით თავად უჩიშიბამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ სპორტსმენი შეგირდი ალკოჰოლს საკუთარი ნებით სვამდა და მისი მხრიდან არავითარი დაძალება არ ყოფილა.

დღეს უკვე 33 წლის უჩიშიბამ პირველ სერიოზულ წარმატებას ათენის ოლიმპიადაზე მიაღწია, სადაც ფინალში სლოვაკ იოზეფ კრნაჩს მოუგო. ამას მოჰყვა ვერცხლის მედალი მსოფლიოს პირველობაზე 2005 წელს, ქაიროში, სადაც ფინალი ბრაზილიელ ჟოაო ჟუნიორთან დათმო, მერე კი მისი კარიერა დაღმა წავიდა, ვიდრე პეკინის ოლიმპიადა არ მოვიდა. შუალედში იყო ვერცხლის მედლები სხვადასხვა პრესტიჟულ შეჯიბრებებში - კანოს მემორიალზე, "დიდი მუზარადისა" თუ "დიდი პრიზის" შეჯიბრებებზე, იაპონიის პირველობაზე, თუმცა მაშინ პეკინში მისი წასვლაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

2008 წელს ის თბილისშიც ჩამოვიდა მსოფლიოს თასზე, მაგრამ გერმანელ ადრიან კულიჩთან დამარცხდა და ადრიანად გავარდა.

ტურნირის შემდეგ, როცა ჟურნალისტებმა ოლიმპიურ პერსპექტივაზე ვკითხეთ, ლამის ატირდა და სასწრაფოდ გაგვეცალა, თუმცა მანამდე გვიპასუხა, ალბათ, ამით ჩემი პეკინში მოხვედრის იმედიც გადაიწურაო. თუმცა უჩიშიბამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, თბილისიდან პარიზში გადაფრენილმა იქ მაშინდელი მსოფლიოს სუპერთასის ფინალშიც გააღწია და თუმცა კორეელ ჯო-ჯინ კიმთან დამარცხდა, იაპონელთაგან საუკეთესო შედეგი მაინც მან აჩვენა და ოლიმპიური შანსი ისევ დაიბრუნა. არა მხოლოდ დაიბრუნა, გამოიყენა კიდეც - პეკინშიც წავიდა, იქაც წარმატებით იასპარეზა, ნახევარფინალში კუბელი იორდანის არენსიბია დაამარცხა, ფინალში ფრანგ ბენჟამინ დარბელესაც აჯობა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ის სპორტიდან 2010 წლის ოქტომბერში წავიდა.

სხვათა შორის, მაშინ ანალოგიური გადაწყვეტილება მან და კიდევ ერთმა სახელოვანმა იაპონელმა ძიუდოისტმა, ოღონდ ქალბატონმა, მძიმე წონაში მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაკი ცუკადამ ერთად გამოაცხადეს. უჩიშიბა დიდხანს არ დარჩენილა უმუშევარი - უკვე იანვარში ზემოაღნიშნული კუმამოტოს პრეფექტურიდან მიიღო შეთავაზება იქაური უნივერსიტეტის გაწვრთნაზე. დათანხმდა კიდეც და მუშაობასაც შეუდგა, თუმცა აგერ, ლამის ერთი წლის თავზე სკანდალურად დაასრულა იქ საქმიანობა. აღიძრა თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ამაზე იაპონურ წყაროებში არაფერი წერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"