"მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია: "მოლაპარაკებას რამდენიმე საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ"
რამდენიმე დღის წინ მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ინტერვიუ შემოგთავაზეთ, სადაც მან თქვა, რომ, თუ გუნდს ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი გაეზრდებოდა, კლუბის ხელმძღვანელობა აუცილებლად იზრუნებდა შემადგენლობის გაძლიერებაზე.

მას შემდეგ "მერანი" საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "გაგრასთან" სტუმრად 0:4 განადგურდა და, თუ დღეს სასწაული არ მოხდა, ჟვანიას გუნდი ამ ტურნირს გამოეთიშება. დიდთოვლობის გამო უმაღლეს ლიგაში "მერანის" ორი კალენდარული მატჩი გადაიდო და ჟვანიას იმ განცხადების შემდეგ მარტვილელებმა უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართეს - "ვიტ ჯორჯია" შინ 3:0 გაანადგურეს. ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მერანი" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე დამკვიდრებულიყო.

მარტვილელები მეცხრეადგილოსან "სპარტაკს" მთელი 10 ქულით უსწრებენ და მასზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე კი 7 ტური დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი ლიგის დებიუტანტს რვა საუკეთესოში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს.

მალხაზ ჟვანიას ვკითხეთ, ხომ არ გადაწყვეტილა რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერი.

"მოლაპარაკებას რამდენიმე საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას ჯერ არავისთან მიგვიღწევია, ამიტომაც უმჯობესი იქნება, თუ მათ ვინაობას არ დავაკონკრეტებ. დარწმუნებული ვარ, მალე მათი დიდი ნაწილი "მერანის" წევრი გახდება", - გვიპასუხა "მერანის" თავკაცმა.

მისივე თქმით, გუნდის დაკომპლექტება ამით არ დასრულდება და წლის ბოლომდე "მერანის" სამწვრთნელო შტაბი სხვა პოტენციურ ახალწვეულებსაც დააკვირდება. ამ მიზნით ურეკში დაახლოებით ერთკვირიანი შეკრება მოეწყობა, რომელშიც გუნდის წევრებთან ერთად მონაწილეობას "მერანში" ჩარიცხვის მსურველებიც მიიღებენ.

ამის შემდეგ ფეხბურთელებს ხანმოკლე საახალწლო შვებულებაში გაუშვებენ და "ნამდვილი" შეკრებებიც დაიწყება. ნაახალწლევს ორი შეკრება იგეგმება, საიდანაც ერთი საქართველოში მოეწყობა, მეორე კი, გამორიცხული არ არის, "მერანმა" საზღვარგარეთ გაიაროს.

ახალ წლამდე კი მარტვილელებს მეტად დაძაბული გრაფიკი აქვთ - თუ სხვა უმაღლესლიგელებს დიდთოვლობამ მხოლოდ თითო მატჩი გადაუდოთ, "მერანს", "ზესტაფონის" მსგავსად, ორი გადადებული შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. როგორც იცით, გადადებული მე-15 ტური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა 14 დეკემბერს დანიშნა და ამ დღეს მარტვილელები ქუთაისს ეწვევიან, სავარაუდოდ, წლეულსვე, 18 დეკემბრის შემდეგ დაინიშნება "მერანი"-"ზესტაფონიც".

მარტვილის ცენტრალური სტადიონის გაზონზე კი კვლავაც თოვლი დევს. სტადიონის თანამშრომლები მოედნის გაწმენდას აღარ ცდილობენ, რადგან მცდელობამ საფარი დააზიანა. ასე რომ, მარტვილელები თოვლის გადნობას ელოდებიან, დღეს კი "გაგრას" ზუგდიდში დაუხვდებიან.

18 დეკემბერს ჟვანიას გუნდი თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. მანამდე "მერანს" საშინაო მატჩი არ აქვს და, თუ კიდევ არ მოთოვა, მარტვილში ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება.

ბოლოს ორიოდე სიტყვით "მერანის" საკადრო პრობლემებსაც შევეხოთ. დღეს "გაგრასთან" ვერ ითამაშებენ გიორგი მანწკავა, რომელსაც კუნთი აქვს დაჭიმული, გიგა ამბროლაძე, რომელსაც ფილტვების ანთება აქვს, და სიცხიანი გურამ სამადაშვილი. საეჭვოა ელგუჯა გრიგალაშვილის თამაშიც, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა