ლივერპულის" ვარჯიშზე უჩვეულო რამ მოხდა - არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ თანაგუნდელები...

ლივერპულის" ვარჯიშზე უჩვეულო რამ მოხდა - არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ თანაგუნდელები გვარიანად გააღიზიანა. მან მერსისაიდელთა წამყვან ფეხბურთელებს გაოცებისგან პირი ჯერ კიდევ ორშაბათს დააღებინა, როცა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა. ეს ნამდვილი გაფიცვა იყო. სამშაბათს კი ფეხბურთელმა, რომლის ყიდვასაც "ბარსელონა" ლამობს, ცალკე ივარჯიშა.

მავანმა თვითმხილველმა "სანს" უამბო: "ორშაბათს, მწვრთნელს როი ჰოჯსონს 4-2-3-1 განლაგებით უნდოდა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაში.

ამ ვარიანტში ლუკასი და მასკერანო ჩამშლელი ნახევარმცველების პოზიციაზე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მასკერანომ გაფიცვა გამოაცხადა და გუნდიც იძულებული შეიქნა ნაკლებად სასურველ 4-4-2 განლაგებაზე გადასულიყო. თანაგუნდელის ასეთმა ქცევამ წამყვანი ფეხბურთელები საკმაოდ გააღიზიანა. ეს სამშაბათ დილის ვარჯიშსაც დაეტყო. ამ გუნდში ხომ "ლივერპულის" სულით გაჟღენთილი რამდენიმე ფეხბურთელია და მათ მასკერანოს ჭირვეულობა სერიოზულად მოხვდათ გულზე".

სამშაბათს კი, მოგეხსენებათ, თავიდან გაჩნდა იმედი, რომ "ლივერპულსა" და "ბარსელონას" შორის საერთო ენა გამოიძებნება - ადრე კატალონიელები არგენტინის ნაკრების კაპიტანში 30,5 მილიონ ევროს გადახდას უარობდნენ, თუმცა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პირდაპირ განაცხადა, რომ მის გუნდს ერთი ჩამშლელი ნახევარმცველიღა სჭირდება და შემადგენლობის საკითხი მოგვარებული იქნება.

ამავდროულად, საფეხბურთო ბროკერმა კით ჰერისმა განაცხადა, რომ ეგულება მავანი უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც "ლივერპულში" 610 მილიონი ევროს გადამხდელია.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა