როგორც ჩანს არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი იანვარში "მანჩესტერ სიტის" უეჭველად დატოვებს და, თან, სერია A-ში გადავა
როგორც ჩანს არგენტინელი თავდამსხმელი, 27 წლის კარლოს ტევესი იანვარში "მანჩესტერ სიტის" უეჭველად დატოვებს და, თან, სერია A-ში გადავა.

ამის შესახებ მისმა აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა ილაპარაკა. ისტლენდელთა მწვრთნელი, რობერტო მანჩინიც იმედოვნებს, რომ ტევესსა და რომელიმე იტალიურ გიგანტს, სავარაუდოდ "მილანს" შორის გარიგება შედგება და ტევესს "ეტიჰედ სთედიუმიდან" ერთხელ და საბოლოოდ მოიშორებს.

შეგახსენებთ, რომ "როსონერის" ტევესის ყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში უნდოდა, მაგრამ მაშინ მხარეებმა მოლაპარაკება ვერ მოასწრეს - ფეხბურთელთა საზაფხულო ბაზარი დაიხურა. შემდეგ დაირხა ხმები, რომ თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას ბრაზილიური "კორინთიანსი" შეეცდებოდა, თუმცა არც ეს გამოდგა საქმიანი ვარიანტი. და აი, დღეს, ჯურაბჩიანი, რომლის გარეშეც არგენტინელი, როგორც ჩანს, ნაბიჯს ვერ დგამს, აცხადებს, რომ მის კლიენტს მომავალშიც დიდ კლუბში უნდა თამაში ანუ ის კვლავ ევროპის კონტინენტზე დარჩება.

"ბრაზილიაში დაბრუნება? - იკითხა თავად ბრაზილიელმა - ზოგადად ეს, რასაკვირველია, შესაძლო ვარიანტია, მაგრამ ჯერჯერობით ტევესს კვლავ ევროპაში სურს თამაში. ის ძალიან ბევრს ვარჯიშობს და ემზადება, რომ იანვრიდან რომელიმე დიდი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს. "მილანი" დიდი კლუბია, მაგრამ არ იფიქროთ, რომ იტალიიდან ტევესის გადაბირება მარტო "შავ-წითლებს" აინტერესებდეთ. ინფორმაცია სხვა კლუბებმაც მოიძიეს".

მოგეხსენებათ, ორშაბათს, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ საჯაროდ განაცხადა, რომ კარლოს ტევესთან მოლაპარაკების უფლება მისმა ახლანდელმა კლუბმა "მანჩესტერ სიტიმ" მისცა. როგორც ცნობილია, ტევესი "მანჩესტერ სიტიდან" "შატალოზე" წავიდა და აღარც დაბრუნებულა. განრისხებული ისტლენდელები მის თავიდან მოცილებას აპირებენ, ოღონდ, სავარაუდოდ, იაფად არ გაყიდიან. "სიტის" მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ არგენტინელ თავდამსხმელს "შტერი" უწოდა. მისი აზრით, ის აურზაური, რომელიც ტევესმა "ეტიჰედ სთედიუმზე" ატეხა, არაფრისგან იყო წარმოშობილი. მანჩომ თქვა:

"ნამდვილად არ ვიცი კარლოსთან დაკავშირებით ამწუთას რა ხდება. ვფიქრობ, ჩვენთვის მთავარია ის გავყიდოთ. მისი აქედან წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის ასევე მისთვის. ამბობენ, რომ ტევესს იტალიაში გადასვლის ვარიანტი აქვს. თუ ასეა, ძალიან მიხარია".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელის პრობლემები "შატალოთი" არ დაწყებულა. გაუგებრობა მაშინ დაიწყო (თუმცა, არც ადრე აკლდა), როდესაც მიუნხენში, "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, ფორვარდმა სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომასა და მოედანზე შესვლაზე უარი თქვა. მანჩინიმ არ დამალა, რომ ტევესის ამ საქციელმა ის ერთი, რომ გააოგნა და მეორე - გულნატკენი დატოვა.

"ტევესი შტერულად მოიქცა. ასე არავინ უნდა იქცეოდეს, განსაკუთრებით დიდი ფეხბურთელი. მისგან ასეთ რამეს არ ველოდი და მეტისმეტად გავბრაზდი. მანამდე ხომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ცხოვრებაში პირველად ვნახე ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, როდესაც თამაშის დამთავრებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ფეხბურთელს მოედანზე შესვლაზე უარი ეთქვას".

გეხსომებათ, რომ დაძაბულობის განმუხტვისათვის მანჩინიმ ფეხბურთელს ერთადერთი რამ, ბოდიშის მოხდა სთხოვა, მაგრამ არგენტინელმა იუკადრისა.

"მიუნხენის ამბიდან ათი დღის შემდეგ კარლოსი ჩემთან დავპატიჟე, მოდი, დავილაპარაკოთ, მეთქი - განაგრძო მწვრთნელმა - მე მას ვუთხარი, რომ თუ მე, კლუბს და თანაგუნდელებს ბოდიშს მოგვიხდიდა, ჩვეულებრივად გააგრძელებდა პირველ გუნდში თამაშს. გულწრფელად გეუბნებით, ყველაფერს ვაპატიებდი, მაგრამ კარლოსმა მითხრა, რომ არავისთან აქვს ბოდიში მოსახდელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად