"სიტის" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ თავისი გუნდის 30 წლის კოტდივუარელი მცველი, კოლო ტურე დაიცვა
"სიტის" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ თავისი გუნდის 30 წლის კოტდივუარელი მცველი, კოლო ტურე დაიცვა.

იმ ციტატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც ფრანგულ ჟურნალ So Foot-ში ეწერა, ტურემ ცალკე "მანჩესტერ სიტი" გააკრიტიკა და ცალკე პრემიერლიგა. თან, რისთვის არ გაინტერესებთ? აფრიკელი ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებისთვის. კოტდივუარელს თანაგუნდელი, 20 წლის ჩერნოგორიელი მცველი, სტეფან სავიჩიც შემოელანძღა.

"ბაიერნთან" წუხანდელი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისტლენდელთა თავკაცმა თქვა:

"კოლოს ამ სტატიის შესახებ ველაპარაკე და მან მითხრა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს. ტურემ ყველაფერი ამიხსნა და პრობლემაც ამოიწურა".

ასეთი კომენტარის შემდეგ ჟურნალისტებს გაუჩნდათ ბუნებრივი კითხვა, ენდობა თუ არა მანჩინი ტურეს. მანჩომ უპასუხა:

"რასაკვირველია, ვენდობი. სტატია არ წამიკითხავს და ნამდვილად ვერ გეტყვით რა წერია ჟურნალში, მაგრამ გუშინ ვარჯიშის დროს კოლო ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ასეთი ინტერვიუ არსებობს. კერძოდ, მან საქმის კურსში ჩამაყენა, რომ არსებობს გამოცემა, სადაც წერია, რომ მან ეს, ეს და ეს თქვა, სინამდვილეში კი არც ერთი ამ სიტყვათაგანი მას არ ეკუთვნის. ჩემთვის ჩემი ფეხბურთელის სიტყვები საკმარისია".

შემდეგ ისტლენდელების იტალიელმა მწვრთნელმა დასძინა: "კოლო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის "მანჩესტერ სიტის" სჭირდება. ის ძალიან კარგი ადამიანია და იმ ფაქტმა, რომ ყოველ შეხვედრაში მოედანზე არ არის, არ უნდა დაგვაეჭვოს. "სიტიში" ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და ყველანი ყოველ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. მთავარი ამ შემთხვევაში ჩემი, მწვრთნელის სიტყვაა, მე კი ვამბობ: კოლო ტურე გუნდში მჭირდება".

მოგეხსენებათ, იანვარში "აფრიკის თასის" გათამაშება იწყება და კოლო ტურე კოტ დივუარის ნაკრების შემადგენლობაში ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გაემართება. სხვა სიტყვებით ის პრემიერლიგის მნიშვნელოვან შეხვედრებს გამოსტოვებს.

"ჩვენთვის, აფრიკელებისთვის, სულ უფრო და უფრო რთულდება მდგომარეობა - მოჰყავს ჟურნალ So Foot-ს ტურეს ციტატა - "აფრიკის თასზე" მონაწილეობა კოშმარად გვექცა. ევროპული გუნდების მწვრთნელებს ამ შეჯიბრების გამო აფრიკელ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმება აღარ უნდათ. დარწმუნებული ვარ, ამ ბოლო დროს "სიტის" შემადგენლობაში რომ ვერ ვხვდები მარტო ფორმაში ყოფნა-არ ყოფნის გამო კი არ არის, არამედ, მიზეზები გაცილებით ღრმაა. აბა, მარტო კარგ ფორმაში ყოფნაზე რომ იყოს, ყოველ ტურში მოედანზე ვიქნებოდი. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ მიზეზი "აფრიკის თასის" მოახლოებული გათამაშებაა".

იმავე ინტერვიუში (თუ ეს მართლა მისი სიტყვებია) იაია ტურეს ძმა (რომელსაც მანჩინი აფრიკელობის მიუხედავად რეგულარულად ათამაშებს) ამბობს, რომ "მანჩესტერ სიტი" მას "აფრიკის თასის" 2010 წლის გათამაშებაში მონაწილეობას ვერასოდეს აპატიებს და სწორედ ამის გამო ჩამოართვეს მას კაპიტნის სამკლავური:

"2010 წელს "მანჩესტერ სიტიმ" საგანგებოდ ჩემთვის იქირავა თვითმფრინავი, რათა ანგოლიდან დროულად დავბრუნებულიყავი და "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში მიმეღო მონაწილეობა. მე დროულად მაინც ვერ დავბრუნდი და ჩვენ "ქარლინგის თასის" ის შეხვედრა წავაგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ეს არ დავიწყებია და ახლა მაშინდელ "ვალებს" ვიხდი".

ახლა, რაც შეეხება ზემოხსენებულ ციტატას სტეფან სავიჩის შესახებ:

"როდესაც უყურებ, როგორ თამაშობს სავიჩი, მაგალითად "ქუინზ პარკ რეინჯერსთან", რასაკვირველია მშვიდდები და ხვდები, რომ ადგილს ვერავინ შეგეცილება".

სავიჩი "მანჩესტერ სიტიმ" ბელგრადის "პარტიზანისგან" წლეულს 7 მილიონ ევროდ იყიდა. "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მისი სადებიუტო მატჩი გაიმართა.

ცნობისათვის: 2010 წლის ოქტომბერში, ჟურნალმა So Foot-მა ინგლისელ მოდელსა და მომღერალს, ლილი ალენს გვარიანი (თუმცა, უცნობი) თანხა გადაუხადა იმის გამო, რომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც ალენი, თითქოსდა, შერილ კოულსა და ვიქტორია ბექჰემს ლანძღავდა. მოგვიანებით ჟურნალი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ალენს საერთოდ არ დალაპარაკებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად