მალე გვეცოდინება, დარჩება 31 წლის ქართველი მცველი ბერძნულ "პანიონიოსში", თუ კარიერას კვიპროსში გააგრძელებს
ამ ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და საბერძნეთის სუპერლიგის "პანიონიოსის" 31 წლის მცველ დავით კვირკველიას კვიპროსის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში იწვევენ.

საბერძნეთიდან წასვლით თავად კვირკველიაა დაინტერესებული, რადგან ეკონომიკური კრიზისი ფეხბურთსაც შეეხო - " მესამე თვეა, "პანიონიოსი" მოთამაშეებს ხელფასებს ვერ უსტუმრებს.

შევიტყვეთ, რომ კვირკველიას საქმეების მოსაგვარებლად მისი მენეჯერი მამუკა ჯუღელი კვიპროსში იმყოფებოდა - საქართველოს ნაკრებში, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში ნაცადი მცველით თემურ ქეცბაიას ყოფილი კლუბი, ფამაგუსტას "ანორთოსისი" დაინტერესდა, ჯუღელი კი მოლაპარაკებას "ანორთოსისის" სპორტულ დირექტორ გიორგი ქინქლაძესთან აწარმოებდა.

გავიგეთ ისიც, რომ კვირკველიას მეორე კვიპროსულ კლუბში, კუნძულზე არანაკლებ პოპულარულ და ტიტულოვან ნიქოზიის "ომონიაშიც" იწვევენ, რომელსაც წლების წინ დავით ყიფიანი ავარჯიშებდა.

12 ტურის შემდეგ "ომონია" 28 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, "ანორთოსისი" კი 22 ქულით მეოთხე ადილზეა.

გამოცდილი მოთამაშის საკითხი, წესით, არ უნდა შეფერხდეს და, ალბათ, მალე გვეცოდინება, დარჩება კვირკველია "პანიონიოსში", თუ კარიერას კვიპროსში გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა