მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერი ამბობდა, "ბაიერნში" კი ვრჩები, მაგრამ ძალიან მინდა, რომ...

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერი ამბობდა, "ბაიერნში" კი ვრჩები, მაგრამ ძალიან მინდა, რომ უცხოეთშიც ვითამაშო და მომავალში ალბათ სადმე გადავალო. ახლა კი, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა, რადგან ჟურნალ "11 ფროინდესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დიდი შანსია, კარიერა მიუნხენში დავასრულოო.

"ბაიერნთან" კონტრაქტი 2012 წლამდე მაკავშირებს და აქ თავს იდეალურად ვგრძნობ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ "ბაიერნი" უდიდეს პროგრესს განიცდის და სამომავლოდ გრანდიოზულ პერსპექტივებს ვხედავ. ამიტომაც ვფიქრობ იმაზე, რომ კარიერის ბოლომდე რეკორდმაისტერში ვითამაშო და უცხოეთში მხოლოდ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ვიმოგზაურო", - უთხრა შვაინიმ ზემოთ ხსენებულ ჟურნალს.

შვაინშტაიგერის სურვილი, კარიერის ბოლომდე რეკორდმაისტერში იასპარეზოს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მიუნხენურ გრანდს სათავეში ლუის ვან გაალი უდგას. "მას მერე, რაც "ბაიერნს" ვან გაალი წვრთნის, მხოლოდ ვპროგრესირებთ. ლუისის სტილი ჩვენი გუნდისთვის ზედგამოჭრილია და ვხედავ, რომ აქ დიდი გუნდი შენდება. შესაბამისად, მეც მინდა, რომ ამ დიდი პროექტის ნაწილი ვიყო", - ამბობს ბასტიანი.

ხსენებულ ინტერვიუში შვაინშტაიგერმა მეტად საინტერესო ამბავი გაიხსენა: "მსოფლიოს ჩემპიონატზე, არგენტინასთან მოგებული მატჩის შემდეგ გასახდელში ვზეიმობდით და ტანსზემოთ ყველანი გახდილები ვიყავით, როცა მოულოდნელად, ჩვენთან კანცლერი ანგელა მეკრელი შემოვიდა. ყველანი ძალიან დავიბენით. მე უცებ პირსახოცს ვტაცე ხელი და მკერდზე შემოვიხვიე, ფრაუ მერკელმა კი ლუდის ბოთლს დაავლო ხელი, ჩემთან მოვიდა, მომიჭახუნა და გადამეხვია. ეს მომენტი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. სხვათა შორის, ფრაუ მერკელმა არაერთხელ მთხოვა, შენობით მომმართეო, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ"...

შვაინშტაიგერთან ერთად, კარიერის "ბაიერნში" დასრულებაზე ფილიპ ლამიც ფიქრობს, რომელსაც მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი ასევე 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. "კლუბის ხელმძღვანელებთან ახალ ხელშეკრულებაზე ამ სეზონში დავილაპარაკებ. ვფიქრობ, ჩემი გაშვება არავის უნდა და არც მე მსურს "ბაიერნიდან" წასვლა. დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან მინდა, რომ მიუნხენში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, რადგან მჯერა, რომ ამ სეზონშიც და მერეც, მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. 11 წლის ვიყავი, როცა "ბაიერნში" მოვედი და არა მგონია, სადმე ამაზე უკეთდ ვიგრძნო თავი", - განუცხადა ლამმა "ბილდს".

აი, მიროსლავ კლოზე კი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ კარიერა მშობლიურ "კაიზერსლაუტერნში" დაამთავროს, თუმცა ამ მომენტში პენსიაზე ჯერ არ ფიქრობს. "კაიზერსლაუტერნი" ჩემი მშობლიური, შესაბამისად, ჩემთვის უსაყვარლესი კლუბია. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ბოლოს სწორედ "ლაუტერნში" გადავიდე და კარიერის ბოლო წელი ან წლები "ეშმაკებში" გავატარო, - განაცხადა 32 წლის კლოზემ და იქვე დასძინა, - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობ. სანამ შემეძლება, ვითამაშებ. მინდა, რომ ფეხბურთში კიდევ 4-5 წელი დავრჩე." კლოზეს "ბაიერნთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. სხვათა შორის, ხვალ, ბუნდესლიგის მეორე ტურში, კლოზე და "ბაიერნი" სწორედ კაიზერსლაუტერნში ითამაშებენ...

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...