ბრემენის "ვერდერმა" გენუაში პატარა სასწაული მოახდინა: "მუსიკოსები" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში...

ბრემენის "ვერდერმა" გენუაში პატარა სასწაული მოახდინა: "მუსიკოსები" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "სამპდორიასთან" 0:3-ს აგებდნენ და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის იმედი თითქმის გადაწურული ჰქონდათ, როცა მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე მარკუს როზენბერგმა გაიტანა გოლი, რომლის გამოც დამატებითი ტაიმები დაინიშნა, იქ კი "ვერდერმა" კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ყველაფრის პრეისტორიაა...

ბრემენული კლუბის ფორვარდ სანდრო ვაგნერის სისხლიანი მაისურა "ვერდერის" ქომაგებს ალბათ არასდროს დაავიწყდებათ. 68-ე წუთზე "სამპდორია" 2:0-ს იგებდა და ეს ანგარიშიც აკმაყოფილებდა, როცა ვაგნერს გენუელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლისას, გენუური კლუბის მცველმა კასტალდელომ სახეში იდაყვი მოარტყა. ვაგნერს წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა. სისხლმა ახალგაზრდა თავდამსხმელს მაისურა მაგრად დაუსვარა. ექიმებმა სანდრო მოედნიდან გაიყვანეს, დახმარება აღმოუჩინეს და თავი შეუხვიეს.

ვაგნერს მოედანზე დაბრუნება სურდა და მის შეცვლას არც "ვერდერის" მწვრთნელი თომას შააფი აპირებდა, მაგრამ გაირკვა, რომ ვაგნერის სათადარიგო მაისურა არ არსებობდა - "ვერდერის" სკამზე სანდროს ახალი, სუფთა ფორმა არ აღმოჩნდა! წესის მიხედვით, სისხლიანი მაისურით თამაში აკრძალულია. შესაბამისად, რაკი, სუფთა მაისურა ვერც გასახდელში აღმოაჩინეს, შააფი იძულებული გახდა, თავდამსხმელი შეეცვალა და მოედანზე შვედი ფორვარდი როზენბერგი შეუშვა. გაგრძელება უკვე იცით: როზენბერგმა 93-ე წუთზე სასიცოხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა. მაგრამ რომ არა სანდრო ვაგნერის დასისხლიანება, შააფი როზენბერგს თამაშში არ ჩართავდა, რაც ბრემენელთა მწვრთნელმა საფინალო სასტვენის შემდეგ დიდსულოვნად აღიარა.

"საფეხბურთო ღმერთმა გადმომხედა!" - ბედნიერი იყო თამაშის შემდეგ როზენბერგი, რომელსაც "ვერდერიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ბრემენულ კლუბში იმედები ვერა და ვერ გაამართლა. ამ გოლის შემდეგ კი, შეიძლება, ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ შეიცვალოს...

ვერდერის დაცვას სილვესტრი გააძლიერებს

ზოგადად, ბრემენულ კლუბს ახალ სეზონში ბევრი მატჩი არ ჩაუატრებია, მაგრამ რაც ჩაატარა, ყველგან გამოჩნდა, რომ შააფს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. ბრაზილიელი ნალდო ტრავმირებულია და შააფი ამიტომაც ეძებდა ახალ მცველს, რომელიც როგორც ირკვევა, უკვე იპოვნა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33 წლის მიკაელ სილვესტრი კარიერას "მუსიკოსებში" გააგრძელებს. ფრანგი უკანახაზელი ბოლოს "არსენალში" თამაშობდა, ახლა კი უკლუბოდაა და როგორც იცით, ცოტა ხნის წინ შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ "ქაისერში" გადასვლა იუარა - როგორც ჩანს იმიტომ, რომ "ვერდერთან" მოლაპარაკებები უკვე დაწყებული ჰქონდა.

გუშინწინ სილვესტრი "სამპდორიასა" და "ვერდერის" მატჩსაც კი დაესწრო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვერდერის" შეფები სილვესტრთან მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა აწარმოებენ და მას უკვე თითქმის ყველაფერზე შეუთანხმდნენ. მენეჯერმა კლაუს ალოფსმა "კიკერთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ფრანგთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო