"ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პოლის მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას პარასკევამდე მიიღებს
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ იმის თაობაზე, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონის წინ ყველაზე მოთხოვნადი კალათბურთელები არიან "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელი კრის პოლი და "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი.

საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად კალათბურთელები და მათი კლუბები მოსალოდნელ ტრეიდებზე. "ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პოლის მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას პარასკევამდე მიიღებს. ჟურნალისტთა ვერსიით, ამ მცველთან მიმართებაში ყველაზე სარფიანი წინადადებები "გოლდენ სტეიტმა" და "კლიპერსმა" გააკეთეს. თავად კრისი "კლიპერსის" ვარიანტისკენ იხრება.

რაც შეეხება დუაიტ ჰოვარდს, მას ჯერ არ უცნობებია კლუბის ხელმძღვანელობისთვის თავისი უახლოესი გეგმების შესახებ. ექსპერტთა აზრით, "სუპერმენი" კარიერის გასაგრძელებლად ახალ ადგილს საწვრთნელი ბანაკების გახსნის შემდეგ განსაზღვრავს.

როგორც იცით, NBA-ის ჩემპიონმა "დალას მავერიქსმა" რამდენიმე კალათბურთელს არ გაუგრძელა კონტრაქტი. შესაძლოა, ეს ნაბიჯი "კოვბოების" სამომავალო გეგმებს უკავშირდება. კერძოდ, "დალასის" ხელმძღვანელობას სურს განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი იმისთვის, რომ გაიფორმოს "ნიუ ჯერსის" გამთამაშებელი დერონ უილიამსი. ამ უკანასკნელმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს "ნეტსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს