ნიუ-იორკში, კანასტოტაში მდებარე "კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზმა" ახალი წევრები დაასახელა
ნიუ-იორკში, კანასტოტაში მდებარე "კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზმა" ახალი წევრები დაასახელა. ზოგი მათგანი ცოცხალია, ზოგიც გარდაცვლილი.

ცოცხალთაგან დაფასდნენ ტომას ჰერნსი (61-5-1), მარკ "ძალიან მჭრელი" ჯონსონი (44-5), სახელგანთქმული მწვრთნელი ფრედი როუჩი, რინგის გამომცხადებელი მაიკლ ბაფერი, ანალიტიკოსი ელ ბერნსტაინი და ჟურნალისტი მაიკლ კაცი.

მათ გარდა, დიდი ხანია "დიდების დარბაზს" იმსახურებდნენ კოკოა კიდი ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, "ბიჭი კოკოა" (176-56-10), ბუზის წონაში ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი, ნიუსბოი ბრაუნი (57-13-5), ვერცხლისწყალივით მოძრავი ლიო ჰოუკი (79-10-6), და მძიმე წონაში ტიტულის მაძიებელი ჯეიკ კილრეინი. დაფასდა რამდენიმე პრომოუტერიც. ბუნებრივია, თითოეულმა მათგანმა დარბაზის წევრობა სხვადასხვა "ნომინაციაში" მიიღო - კოკოამ თანამედროვე კატეგორიაში, შემდგომმა ტრიომ კატეგორია "ძველთაგანში", ხოლო პრომოუტერებმა არასაშეჯიბროში.

"ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ - თქვა "დარბაზის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედუარდ ბროფიმ - და ერთი სული გვაქვს, როდის გადავცემთ გამარჯვებულებს 2012 წლის "კლასის" ჯილდოებს".

53 წლის ტომას ჰერნსმა თქვა: "ეს დიდი პატივი და მიღწევაა. საუცხოოა იმის შეგრძნება, რომ ამდენი წლის შრომისა და ამდენი ბრძოლის შემდეგ დამაფასეს. ტანშიც კი მაჟრჟოლებს".

"ძალიან მჭრელი": "ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტია. "დიდების დარბაზის" წევრობა მოკრივესთვის უდიდესი მიღწევაა. მთელი ჩემი კარიერა აქეთკენ მქონდა მიმართული და უმთავრესი ოცნებაც ეს იყო. დღეს ნატვრა ამიხდა".

ფრედი როუჩი: "ყველას, ვინც მე ხმა მომცა მთელი გულით დიდ მადლობას ვუძღვნი და ვულოცავ მათ, ვინც ჩემთან ერთად გაიმარჯვა. კარიერა ედი ფატჩთან ერთად დავიწყე და დღეს "დიდების დარბაზში" მის გვერდით ვარ. ლეგენდების მარაქაში გავერიე. ჩემი შრომა და ნიჭი ასე არასდროს დაუფასებიათ".

"დიდების დარბაზის" რიგით 23-ე დაჯილდოვება 2012 წლის 7-10 ივნისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა