მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთი სეზონის განმავლობაში მოპოვებული ჰონორარების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთი სეზონის განმავლობაში მოპოვებული ჰონორარების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა, - იტყობინება პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ოფიციალური ვებგვერდი.

წელს, სერბმა ჩოგბურთელმა კორტზე 12 619 803 დოლარი გამოიმუშავა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა (2007 წელი) და ესპანელი რაფაელ ნადალის (2010) რეკორდი დაამხო. თავის დროზე, ამ ჩოგბურთელებმა სეზონის განმავლობაში 10.1 მილიონი დოლარი მიიღეს.

გარდა ამისა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მოპოვებული თანხის ოდენობით უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული ამერიკელი ანდრე აგასი. 2011 წლის შემდეგ სერბის მონაგარმა 32.8 მილიონს მიაღწია, იმ დროს, როცა აგასიმ მთელი კარიერის განმავლობაში 31.1 მილიონი დოლარი მიიღო.

ამ სიაში პირველ ადგილს როჯერ ფედერერი იკავებს (67.4 მილიონი). 2011 წელს ერთი საფეხურით წინ წაიწია რაფაელ ნადალმა (45 მილიონი), რომელმაც უკან ჩამოიტოვა ამერიკელი პიტ სამპრასი (43.2 მილიონი). ხუთეულში შედიან ჯოკოვიჩი და აგასი.

კარიერა

1. როჯერ ფედერერი (შვეიც) 67 429 935

2. რაფაელ ნადალი (ესპ) 45 064 377

3. პიტ სამპრასი (აშშ) 43 280 489

4. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 32 882 760

5. ანდრე აგასი (აშშ) 31 152 975

6. ბორის ბეკერი (გერ) 25 080 956

7. ევგენი კაფელნიკოვი (რუს) 23 883 797

8. ივან ლენდლი (ჩეხ/აშშ) 21 262 417

9. სტეფან ედბერგი (შვედ) 20 630 941

10. ენდი როდიკი (აშშ) 20 088 103

11. გორან ივანიშევიჩი (ხორ) 19 878 007

12. ენდი მიურეი (ბრიტ) 19 147 391

13. მაიკლ ჩანგი (აშშ) 19 145 632

14. ლეიტონი ჰიუიტი (ავსტრა) 19 004 446

15. ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 14 832 949

16. გუსტავო კუერტენი (ბრა) 14 807 000

17. იონას ბიორკმანი (შვედ) 14 600 323

18. მარატ საფინი (რუს) 14 373 291

19. ჯიმ კურიე (აშშ) 14 034 132

20. ხუან-კარლოს ფერერო (ესპ) 13 798 919

2011 წელი

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 12 619 803

2. რაფაელ ნადალი (ესპ) 7 668 214

3. როჯერ ფედერერი (შვეიც) 6 369 576

4. ენდი მიურეი (ბრიტ) 5 180 091

5. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 173 969

6. დავიდ ფერერი (ესპ) 3 113 904

7. ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 2 576 813

8. მარდი ფიში (აშშ) 1 882 091

9. იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 1 692 912

10. ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 1 571 007

11. ჟილ სიმონი (საფ) 1 347 752

12. რობინ სიოდერლინგი (შვედ) 1 323 835

13. მიკაელ ლოდრა (საფ) 1 210 799

14. ა. დოლგოპოლოვი (უკრ) 1 196 499

15. ჯონ ისნერი (აშშ) 1 170 432

16. მარინ ჩილიჩი (ხორ) 1 139 799

17. იურგენ მელცერი (ავსტრია) 1 133 482

18. მარსელ გრანოლერსი (ესპ) 1 132 893

19. გაელ მონფილსი (საფ) 1 094 353

20. ენდი როდიკი (აშშ) 1 061 404

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...