ევროლიგაში ქართველების "კანტუს" "ბილბაოს" შეხვედრაში 67:64 მოიგო, რომელშიც გიორგი შერმადინი გამოირჩა
გიორგი შერმადინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია.

"ბილბაო"-"კანტუს" მატჩის ბოლო წუთზე თანაგუნდელებმა ორი შეტევის დასრულება სწორედ გიორგის მიანდეს. სირენამდე 51 წამით ადრე მან ისე ჩატენა, კინაღამ კალათი ჩამოტეხა, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქის ფარისკენ დაიძრა, მაგრამ მის წინააღმდეგ დორ ფიშერმა ძალიან უხეშად ითამაშა. შერმადინმა ერთი ჯარიმა ჩააგდო და "კანტუ" 64:62 დააწინაურა.

საპასუხო შეტევაში, მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე, ვასილიადისმა ანგარიში შორეული ტყორცნით გაათანაბრა. კანტუელთა მწვრთნელს ისღა დარჩენოდა წუთშესვენება აეღო. მოედანზე დაბრუნებულმა იტალიელებმა გვერდითი ხაზიდან ბურთი გამოცდილ ჯანლუკა ბაზილეს ანდეს, რომელმაც უხერხული სიტუაციიდან სამქულიანი სტყორცნა და ჩააგდო - 67:64. უნდა მოგესმინათ, კალათბურთელებთან ერთად როგორ ხარობდა "სპორტ იტალიას" კომენტატორი - გაიძახოდა: "GRANDE შერმადინი, FANTASTICO ბაზილე".

ამ მოგებით "კანტუმ" ევროლიგის ტოპ-16-ში თამაში გაინაღდა.

შერმადინმა 23 წუთში 11 ქულა (4/4 ორქულიანი, 3/4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მანუჩარ მარკოიშვილიც კარგად გაისარჯა, თუმცა მწვრთნელმა იგი მეოთხე პერიოდის ბოლოს მოედანზე აღარ გამოიყვანა. მანუს მონაგარი ასეთი იყო: 16 წუთი, 9 ქულა (3/5 ორქულიანი, 1/1 სამიანი), 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 მოხსნა.

ევროჩელენჯზე "არმიას" კონკურენტმა "ლეიდენმა" გუშინ ღამით "გოტინგენი" დაამარცხა (80:71) და ჩვენი გუნდის ჯგუფიდან ერთი ტურით ადრე გასვლის იმედს ცივი შხაპი გადაასხა. ასე რომ, გადამწყვეტი მატჩი "არმიასა" და "ლეიდენს" შორის 13 დეკემბერს ჰოლანდიაში შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად