ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა "განსაკუთრებულმა" სხვა მწვრთნელებზე გალაშქრება, მაგრამ ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიომ ჯერ ფაბიო კაპელო გააკრიტიკა, შემდეგ კი...

ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა "განსაკუთრებულმა" სხვა მწვრთნელებზე გალაშქრება, მაგრამ ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიომ ჯერ ფაბიო კაპელო გააკრიტიკა, შემდეგ კი ინგლისში მოღვაწე სხვა სპეციალისტებსაც გადასწვდა.

მადრიდის "რეალის" ახალი თავკაცი ირწმუნება, რომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ამჟამინდელი დამრიგებლის ხელში წარმატება არ უწერია. პორტუგალიელის აზრით, მისი იტალიელი კოლეგა ინგლისელ ფეხბურთელებზე დიდ მორალურ ზეწოლას ახდენს და ნაკრების წევრები სწორედ ამის გამო ვერ ახერხებენ საკუთარი საფეხბურთო შესაძლებლობების გამოვლენას.

"პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ შეუძლია. თუ არ გჯერათ, "რეალის" იმ მოთამაშეებს ჰკითხეთ, რომლებიც გუნდის წევრები აქ კაპელოს მუშაობისას იყვნენ. მხოლოდ ყვირილითა და ბრძანებებით ფონს ვერ გახვალ, ფეხბურთელებს ისე უნდა მოეკიდო, როგორც პიროვნებებს. კაპელოს ხელში ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ვერასოდეს მიხვდებიან, რა არის გამარჯვებისთვის საჭირო", - ამბობს მოურინიო.

მოურინიოს კრიტიკის შემდეგ ობიექტი არსენ ვენგერია და მისი "არსენალია", რომელსაც ჟოზე საკადრო პოლიტიკას უწუნებს: "კარგია, როცა ახალგაზრდული გუნდი გყავს და იმედოვნებ, რომ ამ ფეხბურთელებით შემდეგ სეზონებში დიდ გამარჯვებებს მიაღწევ, მაგრამ მერე ეს ახალგაზრდები სხვაგან მიდიან და ვენგერი ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ იწყებს ახალი გუნდის შენებას. ეს პროცესი უკვე მომაბეზრებელია და მას ვერაფრით ვუწოდებ განვითარების სწორ გზას".

სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი კიდევ უფრო სკეპტიკურად უყურებს "ლივერპულის" პერსპექტივებს: "ამ კლუბს უახლოეს პერიოდში წარმატების იოტისოდენა შანსიც კი არ აქვს, მით უფრო, როი ჰოჯსონის ხელში. სტივენ ჯერარდს კლუბის შეცვლას ვურჩევდი, მისი "ლივერპულში" თამაში ყოვლად უპერსპექტივო საქმეა".

ერთადერთი კოლეგა, რომელიც მოურინიომ დაინდო და მეტიც, წარმატებებიც კი უსურვა, "ლივერპულის" ყოფილი და "ინტერის" ამჟამინდელი თავკაცი რაფა ბენიტესია: "მინდა, რაფამ "ინტერი" იმ სიმაღლეზე დატოვოს, სადაც მე ავიყვანე. იგი ჭკვიანი და წარმატებული სპეციალისტია და ახალ პოსტზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. "ინტერში" მას ის პოტენციალი დახვდება, რისგანაც სწორი მუშაობის შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევს დიდ შედეგებს".

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა