ესპანეთში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობს
ესპანურ ნავალმორალ-დე-ლა-მატაში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს.

კონსტანტინე შანავა 6 ტურის შემდეგ 4,5 ქულით ლიდერთა შორის იყო, მაგრამ მე-7 ტურში შავი ფიგურებით პერუელ ხულიო გრანდასთან დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა.

თორნიკე სანიკიძე რუს ოლეგ კორნეევს დაუზავდა და მონაგარს ნახევარი ქულა შესძინა. ასევე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს ერთპიროვნული ლიდერი სერგეი ფედორჩუკი (უკრაინა) - ჰენრიკ ტეშკე (გერმანია), ვიტალი კოზიაკი (უკრაინა) - სალვადორ დელ რიო (ესპანეთი), ბოგდან ლალიჩი (ხორვატია) - ნამიგ გულიევი (აზერბაიჯანი). მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: აზერ მირზოევი (აზერბაიჯანი) - ფერნანდო პერალტა (არგენტინა) 0:1, ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია) - ორელვის პერესი (ესპანეთი) 0:1.

მერვე ტურში შანვავამ უკეთ ითამაშა და ლალიჩი დაამარცხა, სანიკიძე კი ისევ ნახევარ ქულას დასჯერდა, ამჯერად - დანიელ ბარიასთან (ჩილე).

ერთპიროვნულმა ლიდერმა ფედორჩუკმა თეთრებით კოზიაკს აჯობა და 7 ქულით, ფაქტობრივად, პირველობა გაინაღდა. მართალია, უკრაინელის უახლოესმა მდევარმა გრანდამ ქულა გაიყო პერალტასთან და 6 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ფინიშზე წარუმატებლობის შემთხვევაშიც ფედორჩუკი პერუელს უკეთესი კოეფიციენტით გაუსწრებს.

ბოლო ტურის წინ, როგორც აღვნიშნეთ, 7 ქულით ფედორჩუკი ლიდერობს. ქულით ნაკლები აქვს და მეორე ადგილზეა გრანდა. 6-მა მოჭადარკემ 5,5-5,5 ქულა მოაგროვა, მათ შორის - შანავამ, ხოლო სანიკიძე 5 ქულით მე-12 ადგილზეა.

ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ოლეგ კორნეევი (5,5) - სერგეი ფედორჩუკი (7), ხულიო გრანდა (6) - ორელვის პერესი (5,5), მანუელ პერესი (5,5) - ფერნანდო პერალტა (5,5), ჰენრიკ ტეშკე (5,5) - კონსტანტინე შანავა (5,5)... თორნიკე სანიკიძე (5) - რობერტ ალომა (5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს