საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 19 წლის ნახევარმცველის გადაბირებას ყველაზე მეტად გერმანელები ეშურებიან
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის რუსეთიდან შესაძლო აბარგების შესახებ ცნობა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

მაშინ რამდენიმე რუსული საიტი არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 19 წლის ქართველი ჰავბეკით დაინტერესებას ინგლისური "არსენალი", გერმანული "ჰამბურგი" და ბერძნული "ოლიმპიაკოსი" იჩენდნენ.

ამჯერად ეს ინფორმაცია იტალიურმა საიტმა tuttomercatoweb.com-მაც დაადასტურა, რომლის ცნობით, ჩამოთვლილი სამი ევროპული კლუბიდან ყველაზე მეტად "ჰამბურგი" აქტიურობს და ახალგაზრდა ქართველის თავის რიგებში ჩარიცხვას უკვე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეშურება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე ახალი ლიმიტის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს "სპარტაკის" ძირითადში თამაშის შანსი შეუმცირდება და მანმადე გავრცელდა კიდეც ვარაუდი, რომ მოსკოვური კლუბი ანანიძეს სხვა გუნდში იჯარით გაანათხოვრებდა.

ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი 2015 წლის დეკემბერში ეწურება. მიმდინარე სეზონში ჯანომ "თეთრწითლების" შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. რაც შეეხება "ჰამბურგს", ამ დროისთვის ტორსტენ ფინკის გაწვრთნილ გუნდს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

თედო
ჯანო, ნამდვილად მიხარია. მიდი, მიაწექი, მაგრამ ცოტა მოუმატე, მეტის გაკეთება შეგიძლია, შენი იმედი მაქვს.
Mentalitet1
დავაი ჯანო გერმანიაში!! ესპანეთის მერე საუკეთესო საფეხბურთო სისტემა გერმანიაა! რაციონალური მეთოდური ხალხია მაგარი დამფასებლები, ნიჭს არ დაკარგავენ არასდროს!!
Giorgipirweli
ჰამბურგი კარგი იქნება. გერმანელებმა ნამდვილად იციან ახალგაზრდა ტალანტების გზაზე დაყენება
ilia
ღმერთმა ქნას რო მართლა მორიგდნენ სპარტაკი და ჰამბურგი, გერმანიაში უფრო ათამაშდება ისეტი პოტენციალი აქვს მაგ ბიჭს ... რუსეთში არ ვარგა მოედნები, და თან სპარტაკი ხელოვნურ საფარზე თამაშობს, მაგიტომაა სულ ტრამვები რო აქვს :(
kapo
მრჩეველი არ ყავს ამ ბიჭს? სპარტაკთან როგორ დადო ამხელავადიანი კონტრაქტი
Tornike
მიდი ჯანო, მიდი, ჰამბურგი არ ჯობია სპარტაკს?
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ