ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უილშირი შესაძლოა დასაჯონ

უილშირი შესაძლოა დასაჯონ

ფეხბურთელი საკუთარი გუნდის თამაშზე ნიძლავს არ უნდა ჩამოვიდეს და "არსენალის" 19 წლის ვარსკვლავ ჯეკ უილშირს სწორედ ამიტომ შეამოწმებენ კარგად
კანონი მკაცრია: ფეხბურთელი საკუთარი გუნდის თამაშზე ნიძლავს არ უნდა ჩამოვიდეს და "არსენალის" 19 წლის ვარსკვლავ ჯეკ უილშირს სწორედ ამიტომ შეამოწმებენ კარგად.

შეიძლება დასაჯონ კიდეც. უილშირმა, რომელიც, მოგეხსენებათ, კარგა ხანია დაშავებულია და "მეთოფეთა" შეხვედრებში უშუალოდ ვერ მონაწილეობს, ჩემპიონთა ლიგის თამაშზე ფსონი დადო - ჩემი მეგობარი, ასაკით ტოლი განელი, ემანუელ ფრიმპონგი გოლს შეაგდებსო.

ბუნებრივად ისმის კითხვა: საიდან გახდა ამის შესახებ ცნობილი? პასუხი სახალისოა: უილშირმა "ტვიტერში" დაწერა. ინგლისური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ინტერნეტ-მეგობრებს შეატყობინა, 10 ფუნტს ჩამოვდივარ, რომ ბერძნული "ოლიმპიაკოსის" კარში პირველ გოლს ფრიმპონგი შეაგდებსო. შემდეგ, თამაშის მსვლელობისას, კოჭმტკივანი ნახევარმცველი კვლავ კომპიუტერთან იჯდა და როდესაც ჯერ კიდევ 0:0-ის დროს ფრიმპონგმა ბურთი ბერძნების კარის ბადეს გარედან მოარტყა, დაწერა: "ფრიმიმ კინაღამ ფული მომაგებინა".

იმის კოეფიციენტი, რომ ხსენებულ შეხვედრაში ანგარიშს სწორედ განელი ფეხბურთელი გახსნიდა, 150/1 გახლდათ.

ახალგაზრდა ინგლისელის ათფუნტიანი ანცობა უეფას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მკაცრი ძიები შვეიცარიის ქალაქ ნიონიდან გამოძიებას აპირებენ. ვიმეორებთ, კანონი საკუთარი გუნდის თამაშზე ფსონის ჩასვლას იმ შემთხვევაშიც კრძალავს, თუ ფეხბურთელი მასში პირადად არ მონაწილეობს. საქმე ის გახლავთ, რომ უილშირს "ტვიტერში" მილიონი მიმდევარი ჰყავს და დიდი შანსია, მისმა ერთი შეხედვით უწყინარმა წინადადებამ მათ ფულის დადებისკენ უბიძგა. იოლი მისახვედრია, უკვე, რა თანხებზეა ლაპარაკი.

ისე კი, უილშირის ტვიტერული მიმოწერა ნამდვილად სახალისო იყო. აი, მაგალითად, მან თავიდან დაწერა, რომ ფრიმპონგის პირველ გოლზე კოეფიციენტი 150/1-ია და 10 ფუნტის გარისკვად ღირს. ამაზე მისმა თანაგუნდელმა, "მეთოფეთა" მეკარემ, 21 წლის ვოიცეხ შჩესნიმ უპასუხა, რომ ეს ფულის ტყუილი ხარჯვა იქნებოდა.

უმალ ლუკაშ ფაბიანსკი ("არსენალის" კიდევ ერთი მეკარე, 26 წლის, რომელიც "ოლიმპიაკოსთან" ლონდონელთა კარს იცავდა) გაიტანს, ვიდრე ფრიმპიო. მერე საუბარში თავად განელი ჩაერია და მოხალისე წყვილს მისწერა, ჩემზე ფულის მოგება თუ გინდოდათ, გოლზე კი არა, ორთაბრძოლაზე უნდა დაგედოთო.

მოგეხსენებათ, შეხვედრა "ოლიმპიაკოსმა" 3:1 მოიგო. როდესაც გაიგო, რომ მისი ხუმრობის გამო ამხელა ამბავი ატყდა, უილშირმა იმავე "ტვიტერში" დაწერა: "მე ვხალისობდი, თორემ სინამდვილეში ფსონს არ ჩავსულვარ. კარგად ვიცი, რომ ფეხბურთელებისთვის საკუთარი გუნდის თამაშზე ფულის დადება აკრძალულია".

ნახევარმცველის ერთმა ახლობელმა ტაბლოიდებს უთხრა, რომ უილშირი ასეთი მეთოდით ფრიმპონგს აგულიანებდა. მას ხომ ძალიან ცოტა გოლები გააქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად