ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იოსი ბენაიუნი: ფაბრეგასი და ნასრი წარსულია

იოსი ბენაიუნი: ფაბრეგასი და ნასრი წარსულია

"არსენალის" ვარსკვლავი ამბობს, რომ "მეთოფეთა" ფანებს ყოფილი კერპები, 24 წლის სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი აღარც ახსოვთ
"არსენალის" 31 წლის ებრაელი ვარსკვლავი, იოსი ბენაიუნი ამბობს, რომ "მეთოფეთა" ფანებს ყოფილი კერპები, 24 წლის სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი აღარც ახსოვთ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ნაკრების ვეტერანი "ემირეიტ სთედიუმზე" "ჩელსიდან", იჯარის სახით, 31 აგვისტოს გადავიდა. "მეთოფეებს" იმავე დღეს შეემატნენ მიკელ არტეტა, პერ მერტეზაკერი და ანდრე სანტოსი.

შემტევი ნახევარმცველი, რომელიც კიდევ უფრო ადრე "ლივერპულში" თამაშობდა, ამბობს: "დიახ, "არსენალმა" ორი უდიდესი ვარსკვლავი დაკარგა. ფაბრეგასიცა და ნასრიც შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მათი წასვლის შემდეგ ფანები, ალბათ, კიდევ უფრო სახელიანი მოთამაშეების ყიდვას ელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ კლუბი დიდძალ ფულს დახარჯავდა, მაგრამ მგონი, იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც არსენ ვენგერმა სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს იყიდა გაამართლეს. გუნდს სეზონის დასაწყისი ნამდვილად კოშმარული ჰქონდა, მაგრამ ახლა სულ სხვა მდგომარეობაა.

მწამს, გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, აქ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და ფაბრეგასი და ნასრი უკვე მიივიწყეს. მათ "ემირეიტ სთედიუმზე" აღარავინ მისტირის.

პირადად მე "არსენალში" ყოფნის ყოველი წამი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა, მოგეხსენებათ, აქ ქირით ვარ და სეზონის დამთავრების შემდეგ რა მოხდება, ვერ გეტყვით. რამდენადაც ვიცი კონტრაქტში წერია, რომ თუ "მეთოფეებს" მოვეწონები, უფლება მიეცემათ "ჩელსისგან" გამომისყიდონ. სხვა სიტყვებით, ის ორი წელიწადი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა გამეტარებინა, შესაძლოა "ემირეიტზე" გავატარო, მაგრამ ამისათვის საჭიროა ძალიან მოვინდომო და "არსენალის" შემადგენლობაში დავმკვიდრდე".

ჯერჯერობით, "ემირეიტ სთედიუმზე" დამკვიდრებისა რა მოგახსენოთ. რაც დასავლეთ ლონდონიდან ქალაქის ჩრდილოეთით გადაინაცვლა, ბენაიუნმა მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"მართალია, სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ვხვდები, მაგრამ საქმეში მთელს გულსა და სულს ვდებ. ვფიქრობ, საბერძნეთში, "ოლიმპიაკოსთან", მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშე. ეს უკვე ჰგავდა იმას, რასაც საუკეთესო ფორმაში ყოფნისას ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ როდესაც გუნდი 3:1-ს მარცხდება, პირადად მე კმაყოფილი ვერ ვიქნები. ჩემი კარგი გამოსვლა ცუდმა შედეგმა გადაჩრდილა".

შემდეგ ბენაიუნი გამოტყდა, რომ "ჩელსის" კვლავ გულშემატკივრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ "ლურჯები" საბოლოო ცხრილში "არსენალის" შემდეგ დაიკავებენ ადგილს.

მე პროფესიონალი გახლავართ და მთელი ყურადღება "არსენალისკენ" მაქვს მიმართული" - დააგვირგვინა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"