"ჰერტას" ქართველ მცველს ყოფილ გუნდთან - "შალკესთან" შეხვედრაში მხოლოდ სამი ქულის აღების იმედი აქვს
ხვალ 20:30 საათზე, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე "ჰერტა" გელზენკირხენის "შალკეს" დაუპირისპირდება. შესაბამისად, ბერლინელთა ქართველი ლეგიონერი ლევან კობიაშვილი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

კობიაშვილი "შალკეში" 6.5 წელიწადი ასპარეზობდა, სანამ 2010 წელს "ჰერტაში" გადავიდოდა. მიუხედავად ამისა, ქართველ მცველს ყოფილ გუნდთან მატჩში მხოლოდ სამი ქულის აღების იმედი აქვს.

აღნიშნულ მატჩამდე ლევანმა "ჰერტას" ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ის საკუთარ თამაშსა და "შალკესთან" მომავალ შეხვედრაზე საუბრობს.

- ლევან კმაყოფილი ხართ მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშით?

- ბოლომდე კმაყოფილი ვერავინ იქნება. ყოველთვის გვინდა მაქსიმუმს მივაღწიოთ. სეზონის დასაწყისთან შედარებით, ქულები მოგვემატა და სიტუაციაც დალაგდა, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით და უფრო მეტი გვსურს. ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია.

- საკუთარი თამაშით რამდენად ხართ კმაყოფილი? სეზონის დაწყებამდე ბევრი საუბრობდა, რომ უკვე ასაკოვანი ხართ და სისწრაფეც მოგაკლდათ, თუმცა ყოველ შეხვედრაში საპირისპიროს ამტკიცებთ.

- ასეთი რამ მართლაც ხშირად მსმენია. გერმანიაში დიდი ხანია ვთამაშობ და ვიცი, ფორმა როგორ უნდა შევინარჩუნო.

- "კაიზერსლაუტერთან" შეხვედრაში გუნდის კაპიტანი თქვენ იყავით. როგორი გრძნობა იყო?

- "ჰერტაში" კაპიტნის სამკლავურით პირველად გავედი, მაგრამ ყოფილ კლუბსა და ნაკრებში კაპიტანი ხშირად ვყოფილვარ. მიუხედავად ამისა, თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ჩემი აზრით ფეხბურთელმა საკუთარი თამაშით უნდა დაამტკიცოს, ღირსია თუ არა კაპიტნის სამკლავური ატაროს.

- "ლევერკუზენთან" მატჩში პენალტი გააფუჭეთ. რა იყო ამის მიზეზი?

- ცუდად დავარტყი და მეკარემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. არასასიამოვნო გრძნობაა. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება ხოლმე.

- "შალკეს" კარში პენალტი რომ დაინიშნოს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ისევ აიღებთ?

- კარგი კითხვაა, ჯერ არ ვიცი. "ლევერკუზენთან" გაცუდებული პენალტი ჩემ კარიერაში პირველი არაა. თუ რომელიმე თანაგუნდელი იტყვის, რომ მას სურს პენალტის შერულება - დავუთმობ. აბა, ყოველთვის მე ხომ არ დავარტყამ.

- ყოფილ გუნდთან მატჩს როგორი განწყობით ხვდებით?

- რა თქმა უნდა, ეს მატჩი ჩემთვის ბუნდესლიგის სხვა შეხვედრებისგან განსხვავებული იქნება. "შალკეში" კარგი პერიოდი გავატარე და იქ მეგობრები ახლაც მყავს, მაგრამ მოედანზე "ჰერტასთვის" მაქსიმუმს გავიღებ. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.

- "შალკესთან" მატჩისგან რას ელით?

- მინდა მეტოქის კარგი დაცვის ხაზი აღვნიშნო, თუმცა ბევრჯერ დაგვიმტკიცებია, რომ ძლიერი გუნდებისთვის გოლების გატანა შეგვიძლია. "შალკეს" დამარცხების კარგი შანსი გვაქვს. ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით.

მომზადებულია herthabsc.de-ს მიხედვით

Tbiliseli
ჯერ ეგ მითხარით კობიაშვილი მცველი როდის აქეტაა? :)
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო